დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სულეიმან სოილუ - თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას
ავტორი:
2018/მარტი/16 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/soilukvirikashvili.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/483471-suleiman-soilu-thurqethi-did-mnishvnelobas-anitcebs-saqarthvelosthan-strategiuli-partniorobis-gaghrmavebas.html", "headline": "სულეიმან სოილუ - თურქეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება...", "datePublished": "2018-03-16 15:04:57", "dateModified": "2018-03-16 15:04:57", "description": "თურქეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, სტრა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAMART/soilukvirikashvili.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თურქეთის რესპუბლიკა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას და არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების მაღალ დონეს, - ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღეს გამართული შეხვედრისას განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოსა და თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების ნაყოფიერი თანამშრომლობა.

სულეიმან სოილუს განცხადებით, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც დღეს ხელი ქართველ კოლეგასთან ერთად მოაწერა, სწორედ, ამ თანამშრომლობის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მემორანდუმის გაფორმება ორგანიზებული ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და ორივე ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით თანამშრომლობას კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს. მისივე თქმით, კრიმინალისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ თურქეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

შეხვედრისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე აფასებს თურქეთის ხელისუფლების მტკიცე პოზიციასა და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებისადმი.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე, თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრები და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი ესწრებოდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 530
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია