დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/03 09:30:02
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რიგითი ნომრები წილისყრით განსაზღვრა.
ცესკოს ინფორმაციით, რამდენიმე პრეზიდენტობის კანდიდატმა პირადად მიიღო წილისყრაში მონაწილეობა და საკუთარი რიგითი ნომერი თავადვე გამოავლინა.
რიგითი ნომრების განსაზღვრის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ "ნაციონალური მოძრაობის", "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატებს. მათ ისარგებლეს კანონით მინიჭებული უფლებით და საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას საუკეთესო შედეგის მქონე მათი წარმდგენი პოლიტიკური პარტიების რიგითი ნომრები შეინარჩუნეს. შესაბამისად, დავით ბაქრაძის საარჩევნო ნომერი 5, გიორგი მარგველაშვილის 41, გიორგი თარგამაძის კი - 10 იქნება.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, რიგითი ნომრები შემდეგნაირად განისაზღვრა - მიხეილ სალუაშვილი – 16, შალვა ნათელაშვილი – 9, ნესტან კირთაძე – 12, გიორგი ლილუაშვილი – 2, სერგო ჯავახიძე – 3, ნინო ბურჯანაძე _ 14 ლევან ჩაჩუა – 11, ავთანდილ მარგიანი – 19, გიორგი თარგამაძე – 10, კობა დავითაშვილი – 4, ნუგზარ ავალიანი – 20, ზურაბ ხარატიშვილი – 15, თეიმურაზ მჟავია – 22, გიორგი ჩიხლაძე – 13, თეიმურაზ ბობოხიძე – 8, აკაკი ასათიანი – 6, ნინო ჭანიშვილი – 7, ქართლოს ღარიბაშვილი – 17,ნ მამუკა ჭოხონელიძე – 18, თამაზ ბიბილური – 1, მამუკა მელიქიშვილი – 21.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1207
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია