დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ნაციონალური მოძრაობა" თეა წულუკიანს ოპოზიციური პარტიის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/11 21:00:02
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ოპოზიციური პარტიის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებს.
"ნაციონალური მოძრაობა" დღეს გამართულ უწყებათაშორის კომისიას სპეციალური განცხადებით ეხმიანება, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ მთავარი ოპოზიციური პარტიის განადგურების სურვილის დადასტურების გამო.
კერძოდ, დღეს გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე წულუკიანმა, რომელიც აღნიშნულ კომისიას თავმჯდომარეობს და საარჩევნო პროცესის სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარების გარანტს უნდა წარმოადგენდეს, დაადასტურა, რომ მისი მიზანია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განადგურება რასაც, მისი აზრით, მიაღწია კიდეც.
ამასთან, მინისტრმა კომისიის წევრების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ უკვე მერამდენედ გამოამჟღავნა არაპროფესიული და აგდებული დამოკიდებულება.
მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისი კომიიის თავმჯდომარისა და ისტიციის მინისტრის ეს განცახდება წარმოადგენს ღია დეკლარაციას იმისა, რომ ის თავის ფუნქციას ხედავს არა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ხელშეწყობაში, არამედ მთავარი ოპოზიციური პარტიის დევნასა დაშევიწროებაში.
წულუკიანის ამ განცხადების შემდეგ სრულიად აზრს მოკლებულია და უფრო მეტიც, შეურაცხმყოფელია ჩვენი წარმომადგენლის კომისიის სხდომებზე დასწრება, რომლის მიზანი, მისივე თავმჯდომარის თქმით, არა სამართლიანი არჩევნების ჩატარება, არამედ ჩვენი პარტიის განადგურება და დევნა ყოფილა.
ამის მიუხედავად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მაინც განაგრძობს, როგორც კომისიის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების სხვადასხვა დარღვევების შესახებ წერილობით ინფორმირებას", - ნათქვამია "ნაციონალების" განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1134
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია