დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქეთევან ციხელაშვილი - აშშ-მ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მიუღებელია საქართველოს შუაგულში, საოკუპაციო ხაზთან ბარიკადების მშენებლობა
ავტორი:
2017/სექტემბერი/13 12:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-13 08:39:07", "headline" : "ქეთევან ციხელაშვილი - აშშ-მ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მიუღებელია საქართველოს შუაგულში, საოკუპაციო ხაზთან ბარიკადების მშენებლობა", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/c17d5458d89372d02e2a71d0728ed985.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ქეთევან ციხელაშვილი - აშშ-მ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მიუღებელია საქართველოს შუაგულში, საოკუპაციო ხაზთან ბარიკადების მშენებლობა" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452004-qethevan-cikhelashvili-ashsh-m-kidev-erthkhel-daafiqsira-rom-miughebelia-saqarthvelos-shuagulshi-saokupacio-khazthan-barikadebis-mshenebloba.html", "headline": "ქეთევან ციხელაშვილი - აშშ-მ კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მიუღებელია საქართველოს შუაგულში, საოკუპაციო ხაზთან ბარიკადების მშენებლობა", "datePublished": "2017-09-13 08:39:07", "dateModified": "2017-09-13 08:39:07", "description": "აშშ-მ ამ კონკრეტული ჩანაწერით კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიუღებელია საქართველოს ტერიტორიის შუაგულში, ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/c17d5458d89372d02e2a71d0728ed985.jpg", "height": 470, "width": 246 } } აშშ-მ ამ კონკრეტული ჩანაწერით კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიუღებელია საქართველოს ტერიტორიის შუაგულში, საოკუპაციო ხაზთან დაბრკოლებების და ბარიკადების მშენებლობა, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

"აშშ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს, რომ მას აქვს შეურიგებელი პოზიცია რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ოკუპაციის და სხვადასხვა ტიპის ბარიკადების მშენებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ყველა დონეზე პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისგან მოვისმინეთ არაერთხელ მკაფიო გზავნილი იმის თაობაზე, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედებები, გაიყვანოს საკუთარი შენაერთები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაიღოს ის აღიარება და ნაბიჯი რომელიც 2008 წლის აგვისტოში გადადგა. ამ კონკრეტული ნაბიჯით აშშ-მ კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ მიუღებელია საქართველოს ტერიტორიის შუაგულში, საოკუპაციო ხაზთან დაბრკოლებების და ბარიკადების მშენებლობა, იქნება ეს მავთულხლართების, მიწაყრილების თუ ბანერების სახით. რამდენადაც, ეს არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ, ჰუმანიტარული კუთხითაც მძიმე გამოწვევებს ქმნის",- განაცხადა ციხელაშვილმა.

მისივე განცხდებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხნულების გავლება, რომელიც დღესაც გაგრძელდა, არის "სუფთა კლასიკური, ტრადიციული მეთოდი საოკუპაციო რეჟიმის, მუდმივად შეინარჩუნოს ზეწოლის მექანიზმი და წნეხი როგორც ადგილობრივ მოსახლეობაზე, ასევე მთლიანად ქართულ საზოგადოებაზეც".

აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში გამშვები პუნქტების დახურვით და რუსეთს მოუწოდებს, ამ რეგიონებიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.

ამის შესახებ ნათქვამია აშშ-საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის ერთობლივ განცხადებაში.

„აშშ-მ აღშფოთება გამოხატა ე.წ. სადემარკაციო სამუშაოების და გამშვები პუნქტების დახურვის გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა რუსეთს კვლავ მოუწოდეს საქართველოს რეგიონებიდან, აფხაზეთიდან და "სამხრეთ ოსეთიდან" თავისი შეიარაღებული ძალები გაიყვანოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაბამისად.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია