დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით შავლიაშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა
ავტორი:
2014/აგვისტო/13 16:00:02
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით შავლიაშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ქეით ჯულიანს შეხვდა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა "ქვეყანასთან პარტნიორობის სტრატეგიის" დოკუმენტზე ისაუბრეს, რომელიც მომდევნო წლებში საქართველოს მთავრობასთან ADB-ის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს ითვალისწინებს.
"შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო ტექნიკური დახმარების რეგიონულ პროგრამასაც, რომელიც მიზნად განსახლების მიმართულებით პარტნიორი ორგანიზაციების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს.
ეს ხელს შეუწყობს განსახლების პროცესის ეფექტურად წარმოებას, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებისათვის", - აცხადებენ სამინისტროში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 966
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია