დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნინო ლომჯარია - გასაკვირია, რატომ იგეგმება დასკვნის მომზადების გადადება პირველ აპრილამდე
ავტორი:
2014/ოქტომბერი/28 13:00:03
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში იურიდიული კომიტეტის სხდომას დაესწრებიან და პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის, საკანონმდებლო დარეგულირების 2015 წლის აპრილამდე შესაძლო გადავადების დასაბუთებას მოითხოვენ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია მიმართვა, რომელიც ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის სახელზე გაავრცელეს.
ნინო ლომჯარიას თქმით, პირველ ნოემბრამდე უნდა შეემუშავებინა რეკომენდაციები და წინადადები თუ ვის ხელში იქნებოდა პირად მიმოწერასა და პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა. მისივე განმარტებით, საკითხზე არაერთი დისკუსია გაიმართა, მათ შორის არსებობს ევროსაბჭოს ექსპერტების დასკვნა, რომელიც სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ცალსახად ამბობს, რომ საქართველოში არსებული წესი ყველაზე მიუღებელია და ყველაზე ნაკლებად გავრცელებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში. როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, გასაკვირია, რატომ იგეგმება ამ საკითხზე დასკვნის მომზადების გადადება პირველ აპრილამდე.
"ამ ეტაპზე ვფიქრობ, ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ შს სამინისტროს ნებისმიერ სატელეფონო საუბარზე კვლავ ძალიან გამარტივებული წესით ჰქონდეს წვდომა", - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დავით უსუფაშვილს მიმართეს. ისინი პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირების 2015 წლის აპრილამდე შესაძლო გადავადებას აპროტესტებენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1048
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია