დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს ვიშრომოთ, ვისწავლოთ და ევროპას კონკურენცია გავუწიოთ
ავტორი:
2014/ივნისი/28 16:30:02
ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს, რომ ვიშრომოთ, ვისწავლოთ კარგად, ისე, რომ კონკურენცია გავუწიოთ ყველას, მათ შორის ევროპას. ხელშეკრულება გვავალებს იმას, რომ ქვეყანაში დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა, რომ კანონი იყოს ყველაზე უფრო ძლიერი და არა ძლიერი ადამიანები, რომლებიც კანონზე იბატონებენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, შეთანხმება გვავალდებულებს, რომ ჩვენი ცხოვრების სტანდარტები ავამაღლოთ ევროპულ სტანდარტებამდე.
"კითხვა ისმის ასევე, რომ ხელშეკრულებას რომ არ დაევალდებულებინა, ეს საკითხები არ ვიცოდით, რომ უნდა გვეკეთებინა უკეთ საქმეები? კი ვიცოდით, მაგრამ ასეა მოწყობილი ადამიანის ბუნება, სანამ რამეს არ დავავალებთ ერთმანეთს, ისე მოვეშვებით ხოლმე, ასე მოშვებულები ვიყავით და შორს ვერ წავედით და ვერ ავაშენეთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი ქვეყნის განვითარების სამოქმედო გეგმა", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ხელშეკრულების პროექტი უახლოეს ხანში გადაეგზავნება პარლამენტს, რის შემდეგაც კომიტეტები გამართავენ მასზე მოსმენებს.
"ხელშეკრულება, რომელიც 1000 გვერდზე მეტია, ძალიან დეტალურად იქნება განხილული. ივლისის განმავლობაში რიგგარეშე სესიის ფარგლებში ყველას გვექნება საშუალება კიდევ ერთხელ დეტალურად განვიხილოთ. შემდეგ, პარლამენტი მოახდენს მის რატიფიცირებას და პირველი სექტემბრიდან ბევრი მნიშვნელოვანი პუნქტი შევა ძალაში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1074
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია