დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი აბესაძე - ბაღდათში, პარტია „ევროპული საქართველოს’’ საარჩევნო სააგიტაციო მასალები დააზიანეს
ავტორი:
2017/სექტემბერი/12 13:00:01
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-12 09:06:21", "headline" : "ირაკლი აბესაძე - ბაღდათში, პარტია „ევროპული საქართველოს’’ საარჩევნო სააგიტაციო მასალები დააზიანეს", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/21d714d02a72c43c06385d55dee14a6a.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ირაკლი აბესაძე - ბაღდათში, პარტია „ევროპული საქართველოს’’ საარჩევნო სააგიტაციო მასალები დააზიანეს" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/451782-irakli-abesadze-baghdathshi-partia-evropuli-saqarthvelos-saarchevno-saagitacio-masalebi-daazianes.html", "headline": "ირაკლი აბესაძე - ბაღდათში, პარტია „ევროპული საქართველოს’’ საარჩევნო სააგიტაციო მასალები დააზიანეს", "datePublished": "2017-09-12 09:06:21", "dateModified": "2017-09-12 09:06:21", "description": "ბაღდათში, პარტია „ევროპული საქართველოს’’ საარჩევნო სააგიტაციო მასალები დააზიანეს. ამის შესახებ დღეს, გამართულ ბრიფინგზე ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/21d714d02a72c43c06385d55dee14a6a.jpg", "height": 470, "width": 246 } } ბაღდათში, პარტია „ევროპული საქართველოს’’ საარჩევნო სააგიტაციო მასალები დააზიანეს. ამის შესახებ დღეს, გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბაღდათის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელმა ამბერტი რობაქიძემ საკუთარ თანამშრომელს დაავალა, რომ დაეზიანებინა „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო პლაკატები. ირაკლი აბესაძის თქმით, ამ ქმედების უკან „ქართული ოცნების’’ ხელისუფლება დგას. იგი მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, კანონდარღვევისთვის პასუხისმგებლობა, სწორედ, „ქართულ ოცნებას’’ ეკისრება.

გარდა ამისა, დღევანდელ ბრიფინგზე „ევროპულმა საქართველომ“ შემთხვევის ამსახველი ფოტომასალაც წარმოადგინა.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს ადმინისტრაციული რესურსის დაუფარავ, თავხედურ გამოყენებას და ხელის შეშლას წინასაარჩევნო კამპანიისთვის ოპოზიციური პარტიების, კერძოდ,“ევროპული საქართველოს“ მისამართით. თამამად შეგვიძლია ვთქვთ, რომ ბაღდათში, გამგეობის, ბაღდათის დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის ამბერტი რობაქიძის გადაწყვეტილებით, დღეს დაიწყო ქალაქში „ევროპული საქართველოს’’ საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა, რაც არის „საარჩევნო კოდექსის“ უხეში დარღვევა და ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას, ჯარიმის სახით. ასევე, ამ ადამიანების თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს იმისთვის , რომ ეს იყოს მაგალითი ყველა საჯარო მოხელისთვის - არ შეასრულონ „ქართული ოცნების’’ პარტიული შტაბიდან წამოსული კანონდარღვევის დავალებები, რომლებიც ხელჰყოფს, „ევროპული საქართველოს“ და ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელებების უფლებას. ეს არის უხეში კანონდარღვევა, ადმინისტრაციული რესურსის დაუფარავი გამოყენება და ეს არის პირდაპირი ხელისშეშლა ოპოზიციური პარტიისთვის განახორციელეობს საარჩევნო კამპანია’’, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, საარჩევნო სააგიტაციო მასალების დაზიანების მხრივ ქალაქი ბაღდათი გამონაკლისი შემთხევევა არ არის და მთელი საქრთველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ხორციელდება „ევროპული საქართველოს“ სააგიტაციო მასალის დაზიანება, თუმცა, ფაქტის ამსახველი მასალა ქალაქ ბაღდათის შემთხვევაში გააჩნიათ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 671
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია