დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თბილისის მერია თანაინვესტირების ფონდს "პანორამა თბილისის" პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კვირის ბოლოს გადაუგზავნის
ავტორი:
2014/აპრილი/07 18:00:02
თბილისის მერია თანაინვესტირების ფონდს "პანორამა თბილისის" პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს კვირის ბოლოს გადაუგზავნის, - აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი აბესაძემ დღეს თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომაზე გაახმოვანა.
მისი თქმით, შემდეგ კვირას გადაეგზავნება ფონდს მოთხოვნა, სადაც გაწერილი იქნება, როგორ და რა სახის დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს "პანორამა თბილისის" პროექტის თაობაზე, რათა კომისიას მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება ჰქონდეს.
თანაინვესტირების ფონდმა თავის მხრივ მზადყოფნა გამოთქვა მერიას ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია მიაწოდოს. "ჩვენ დღეს მხოლოდ დავალების მისაღებად ვიყავით მოსულები, რომ მერიას მოეცა ჩვენთვის დავალება, რა დოკუმენტაცია და როგორი კვლევები უნდა ჩავატაროთ იმისთვის, რომ პროექტის ძირეული განხილვა განხორციელდეს. ჩვენ ერთი კვირის ვადაში ველოდებით მერიისგან დოკუმენტების მოწოდებას და ვიმოქმედებთ იმის შესაბამისად", - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარემ, გიორგი ბაჩიაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1128
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია