დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე ისრაელში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/24 14:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze_c3221.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459537-irakli-kobakhidze-israelshi-qveynis-sagareo-saqmetha-ministris-moadgiles-shekhvda.html", "headline": "ირაკლი კობახიძე ისრაელში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა", "datePublished": "2017-10-24 10:21:27", "dateModified": "2017-10-24 10:21:27", "description": "საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ქ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze_c3221.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისრაელში ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ციპი ხოტოველთან გამართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ხალხთაშორისი კავშირების, ასევე, ეკონომიკის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იული იოელ ედელშტეინთან, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტ რუვენ რივლინთან, ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანა თავმჯდომარეებთან - ჰილიკ ბართან და იოავ კიშთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა ისრაელის სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, იერუსალიმის მერს, ნირ ბარკატს შეხვდება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია