დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა - ქუთაისის პარლამენტს სახურავი გაუფუჭეს და წყალი ჩამოდის, იმისთვის, რომ თბილისში, რუსთაველზე ისხდნენ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/19 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/ugulava.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458343-gigi-ugulava-quthaisis-parlaments-sakhuravi-gaufutces-da-tsyali-chamodis-imisthvis-rom-thbilisshi-rusthavelze-iskhdnen.html", "headline": "გიგი უგულავა - ქუთაისის პარლამენტს სახურავი გაუფუჭეს და წყალი ჩამოდის, იმისთვის, რომ თბილისში, რუსთა...", "datePublished": "2017-10-19 04:53:11", "dateModified": "2017-10-19 04:53:11", "description": "ყველაფერი გააკეთეს, ქუთაისის პარლამენტს სახურავი გაუფუჭეს და წყალი ჩამოდის, იმისთვის, რომ თბილისში, ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/ugulava.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ყველაფერი გააკეთეს, ქუთაისის პარლამენტს სახურავი გაუფუჭეს და წყალი ჩამოდის, იმისთვის, რომ თბილისში, რუსთაველზე ისხდნენ, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გუშინ ქუთაისში, პარტიის შემაჯამებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ”ევროპული საქართველო” უკვე ხუთი წელია იბრძვის, რომ ხელისუფლებამ პარლამენტის ქუთაისის შენობას თავი დაანებოს. უგულავას განცხადებით, ქუთაისში ”ევროპული საქართველო” მოსახლეობას საუკეთესო არჩევანს სთავაზობს.

”ჩვენ გვჭირდება ქუთაისელი ქუთაისში, რომ დაიცვას ქუთაისლების ინტერესი. გვჭირდება ადამიანი, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას ეტყვის - ”ხელები შორს პარლამენტისგან”. ეს არის ახალი შესაძლებლობა ამ ქალაქისთვის. 5 წელია ვიბრძვით, რომ პარლამენტს დაანებონ თავი, მაგრამ ყველაფერი გააკეთეს, სახურავი გაუფუჭეს და წყალი ჩამოდის, იმისათვის, რომ თბილისში, რუსთაველზე ისხდნენ. ეს არის ამოცანა, სხვა არაფერი სჭირდებათ. არადა გეოგრაფიული ცენტრი ქუთაისია და პარლამენტის ადგილი არის აქ”, - განაცხადა გიგი უგულავამ და მოსახლეობას ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით გოგისვანიძე წარუდგინა.

პარტიის ლიდერის თქმით, ”ევროპული საქართველო” არის პარტია, რომელიც ქვეყანაში შურისძიებას არ დაუშვებს და უპატრონობას დაასრულებს. ”ეს მთავრობა არ არის ახალგაზრდების და ბავშვების მთავრობა. საბავშვო ბაღებში ბავშვები ვერ ეტევიან, სკოლებში ბავშვებს წიგნებისა და კომპიუტერების ნაცვლად, დაურიგეს ვაშლები, ადგილების შექმნის ნაცვლად გაიზარდა ბიუროკრატია და ა.შ. ეს მთავრობა არ არის პენსიორების, ვინაიდან 2017 წელი მთავრდება და პენსიაზე ერთი სიტყვა არ უთქვამთ. ახლა გამოცხადდა საპენსიო რეფორმა, რომლითაც პრაქტიკულად 45 წლის ზემოთ ადამიანებს უთხრეს, რომ თქვენ თავს თქვენით მიხედეთ, რადგან სახელმწიფოს აღარ აინტერესებთო. 2018 წლის ბიუჯეტში ასევე სიტყვა პენსია ნახსენები არ არის. ანუ ეს მთავრობა არ არის ბავშვების, არც საშუალო ასაკის ადამიანების, არც ხანდაზმულების, ისმის კითხვა - ვისია ეს მთავრობა და რას აკეთებს?! ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია, ეს არის ერთი კაცის მთავრობა და ამ არჩევნებმა ამას პასუხი უნდა გასცეს”, - განაცხადა გიგი უგულავამ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია