დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პროფესიული თეატრების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს კულტურის სამინისტრო მხარს არ დაუჭერს
ავტორი:
2014/მაისი/15 17:30:02
პროფესიული თეატრების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს კულტურის სამინისტრო მხარს არ დაუჭერს. პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატ ზაზა პაპუაშვილისა და გედევან ფოფხაძის ინიციატივა ჩავარდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეული პრეტენზიები არსებობას, ამიტომ მისი მიღება ამ ფორმით მიზანშეწონილი არ არის.
წარმოდგენილი პროექტით, უქმდება სარეკომენდაციო საბჭო; სავალდებულო ხდება სამხატვრო საბჭო და იზრდება მისი უფლებებიც. კანონით დაზუსტდება პროცედურები, რომლითაც განისაზღვრება სამხატვრო საბჭოს შექმნისა და საქმიანობის წესი, სამხატვრო ხელმძღვანელის შერჩევისა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის წესი, თეატრის დასის შეკრებისა და მისი გადაწყვეტილების მიღების წესი. დგინდება ბალანსი მინისტრის, სამხატვრო ხელმძღვანელის, სამხატვრო საბჭოსა და თეატრის შემოქმედებით კოლექტივს შორის.
"მსახიობი ინიშნება თეატრის ხელმძღვანელობის მიერ და თუ მსახიობი იქნება გადაწყვეტილების მიმღები, ვინ იყოს ხელმძღვანელი, რომელიც შემდეგ მას დანიშნავს, ეს გარკვეულ კოლიზიას იწვევს. ანუ რომელია აქ უკვე დაქირავებული და რომელი დამქირავებელი ცოტათი გაურკვეველია. ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელსაც არაფერი ეშველება, მაგრამ ვფიქრობ, საჯარო განხილვის გარეშე აღნიშნული კანონის მიღება შეუძლებელია. სწორედ ამ ინიციატივას არ ეთანხმება კულტურის სამინისტრო, რადგან ვფიქრობთ, რომ ასე ცალსახად პასუხისმგებლობის დასებზე გადატანა სწორი არ იქნება. ამიტომ კონსულტაციების გამართვა აუცილებელია", - განაცხადა ჟურნალისტებს კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე მარგიშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია