დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დასრულდა
ავტორი:
2014/აგვისტო/22 15:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს , ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის ზვარტნოცის აეროპორტში სომეხმა კოლეგამ გააცილა.
ჰოვიკ აბრაჰამიანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს სტუმრობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ეს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთერთობებზე მიუთითებს.
"დღევანდელი ვიზიტი არის იმის დადასტურება, რომ სომხეთი არის არა მხოლოდ ჩვენი მეზობელი, არამედ მეგობარი ქვეყანა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ არსებული ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩვენ პოზიტიური დინამიკა გვაქვს სომხეთთან ურთიერთობებში ყველა მიმართულებით", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სომხეთს 21 აგვისტოს ეწვია. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ - ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ასევე პარლამენტის წევრი რუსლან პოღოსიანი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 969
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია