დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
თენგიზ ფხალაძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/12 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/fxaladze_6b010.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/457251-thengiz-fkhaladze-litvis-sagareo-saqmetha-saministros-sagangebo-davalebatha-elchs-shekhvda.html", "headline": "თენგიზ ფხალაძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს შეხვდა", "datePublished": "2017-10-12 13:03:07", "dateModified": "2017-10-12 13:03:07", "description": "საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე, ბათუმში, საქართველოს თავდაც...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/fxaladze_6b010.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში თენგიზ ფხალაძე, ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე - 11 კონფერენციის ფარგლებში, ჰიბრიდული უსაფრთხოების საკითხებში ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩს, ეიტვიდას ბაიარუნასს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრისას პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანმა ჰიბრიდული და ინფორმაციული საფრთხეები, ამ მიმართულებით საქართველოს მიერ თანამშრომლობის გაღრმავება, როგორც ორმხრივ, ასევე ევროკავშირისა და ნატო-სთან თანამშრომლობის კონტექსტში განიხილა.

თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ჰიბრიდული საფრთხეები, 21-ე საუკუნეში საერთო ევროპული უსაფრთხოების გამოწვევაა და ამ მიმართულებით უნდა გაძლიერდეს კოორდინაცია.

მისივე განცხადებით, ამ კუთხით კი, საქართველოს სამწუხარო გამოცდილების შესწავლა მნიშვნელოვანია საერთო ევროპული უსაფრთხოებისათვის, რადგან საქართველო, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, 25 წლის განმავლობაში, ჰიბრიდული ომის პირობებში ცხოვრობს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია