დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გედევან ფოფხაძე მზადაა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, ვანო ზარდიაშვილს კაბინეტი გაუცვალოს
ავტორი:
2018/აპრილი/17 12:00:02
../photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/fofxadze.png { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488405-gedevan-fofkhadze-mzadaa-rom-shethavazebis-shemthkhvevashi-vano-zardiashvils-kabineti-gaucvalos.html", "headline": "გედევან ფოფხაძე მზადაა, რომ შეთავაზების შემთხვევაში, ვანო ზარდიაშვილს კაბინეტი გაუცვალოს", "datePublished": "2018-04-17 08:14:34", "dateModified": "2018-04-17 08:14:34", "description": "ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე შეთავაზების შემთხვევაში მზ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-0DEKEMB-2015/fofxadze.png", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე შეთავაზების შემთხვევაში მზადაა, რომ იურიდიურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს ვანო ზარდიაშვილს კაბინეტი გაუცვალოს.

აღნიშნული საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძესა და მის მოადგილეს გედევან ფოფხაძეს შორის ურთიერთობა დაძაბულია.

გედევან ფოფხაძე ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა რაიმე უთანხმოება მასსა და სოფიო კილაძეს შორის არ პასუხობს და აცხადებს, რომ “ამ თემაზე არანაირ საჯარო განცხადებას აღარ აკეთებს”.

იმ შემთხვევაში, თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოადგილე თავმჯდომარის ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული, გედევან ფოფხაძე აპირებს, კომიტეტის მოადგილის პოზიცია დატოვოს.

„კაბინეტების გაცვლის შემოთავაზება არ არის, ეს დღის წესრიგში არ დგას და ვერ გეტყვით, რომ ეს ძალიან პრინციპულია ჩემთვის. ზოგადად, თუ გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ პირველი მოადგილე უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული თავმჯდომარის ინტერესებზე, მე ასეთ პოზიციასაც გავითვალისწინებ და უარს ვიტყვი თანამდებობაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტში მიკავია“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გედევან ფოფხაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან, შესაძლოა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გადაინაცვლოს და ამ პოზიციაზე ვანო ზარდიაშვილი შეცვალოს, ხოლო თავის მხრივ, ზარდიაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავოს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 618
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია