დაისვენე კურორტ ახალდაბაში
რამაზ საყვარელიძე - პრეზიდენტი ვეტოში გარკვეულწილად ანგარიშს უწევს უმრავლესობის მოთხოვნებს და ცდილობს მკვეთრად არ იმოქმედოს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/10 12:00:02
../photo/2015_02/0-00-1AMART-2017/sayvarelidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456701-ramaz-sayvarelidze-prezidenti-vetoshi-garkveultsilad-angarishs-utsevs-umravlesobis-mothkhovnebs-da-cdilobs-mkvethrad-ar-imoqmedos.html", "headline": "რამაზ საყვარელიძე - პრეზიდენტი ვეტოში გარკვეულწილად ანგარიშს უწევს უმრავლესობის მოთხოვნებს და ცდილობ...", "datePublished": "2017-10-10 07:46:31", "dateModified": "2017-10-10 07:46:31", "description": "პრეზიდენტის ვეტო მოსალოდნელი იყო, მან არაერთხელ გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები და მოულოდნელი იქნებოდა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AMART-2017/sayvarelidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრეზიდენტის ვეტო მოსალოდნელი იყო, მან არაერთხელ გამოთქვა კრიტიკული შენიშვნები და მოულოდნელი იქნებოდა სხვანაირი გადაწყვეტილება რომ მიეღო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პრეზიდენტის გუშინდელი გადაწყვეტილების შეფასებისას ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა.

თავის მხრივ, მისი თქმით, გასაგებია მმართველი გუნდის უკმაყოფილება, რომელსაც ვეტოსთან მიმართებაში კონკრეტული მოთხოვნა ჰქონდა.

“პრეზიდენტის ვეტო მოსალოდნელი იყო. მან არაერთხელ კრიტიკული შენიშვნები დააფიქსირა და მოულოდნელი იქნებოდა სხვანაირი გადაწყვეტილება რომ მიეღო. ამ ფორმულირებით, გარკვეული თვალსაზრისით, ანგარიშს უწევს უმრავლესობის მოთხოვნებს და ცდილობს არ იმოქმედოს მკვეთრად. რაც შეეხება მოტივირებულ შენიშვნებში ასახულ სხვა საკითხებს, მმართველი გუნდი რომ უკმაყოფილო იქნება, ეს ფაქტია, რადგან მათ კონკრეტული მოთხოვნა წამოაყენეს ვეტოს მიმართ. ეს გარკვეულწილად პარადოქსულია, რადგან ჯერ იღებ კონსტიტუციას და შემდეგ ითხოვ ვეტოს გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით. სავარაუდო იყო, რომ ეს მოთხოვნა ამ სახით არ შესრულდებოდა. შესაბამისად, მმართველმა გუნდმა თავისი პოზიცია თავისი უფრო მკაფიო გამოთქმებით გამოთქვა და იყო კრიტიკული პრეზიდენტის მიმართ”, - განაცხადა საყვარელიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით 6 მოტივირებული შენიშვნით მიმართავს.
გიორგი მარგველაშვილმა მმართველი გუნდის შეთავაზებული წინადადებები გაითვალისწინა, თუმცა მოტივირებულ შენიშვნებში 2020 წელს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხიც შეიტანა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია