დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ნუკრი ქანთარიას შეფასებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი პირად, პოლიტიკურ ინტერესებში გადაიზარდა
ავტორი:
2018/თებერვალი/21 16:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/qantaria.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479464-nukri-qantharias-shefasebith-mautsyeblobis-shesakheb-kanonshi-dagegmil-cvlilebebthan-dakavshirebuli-procesi-pirad-politikur-interesebshi-gadaizarda.html", "headline": "ნუკრი ქანთარიას შეფასებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებული პროცეს...", "datePublished": "2018-02-21 12:27:35", "dateModified": "2018-02-21 12:27:35", "description": "“ქართული ოცნების“ დეპუტატის ნუკრი ქანთარიას შეფასებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVNIS/qantaria.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “ქართული ოცნების“ დეპუტატის ნუკრი ქანთარიას შეფასებით, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესი პირად, პოლიტიკურ ინტერესებში გადაიზარდა.

როგორც ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას განაცხადა, პროცესები სხვა სიბრტყეშია გადასული, რაშიც მონაწილეობის სურვილი არა აქვს.

“მგონია, რომ ჩვენ ყველანი პროცესიდან გავედით. ვფიქრობ, რომ შეცდომა დავუშვით, როდესაც თვითონ პროცესში საკითხი სხვა კატეგორიაში ავიყვანეთ - აბსოლუტურად გაზვიადებულია პრეზიდენტის მხრიდან და ჩვენც ამ პროცესს შევყევით და ეს პოლიტიკურ, პირად ინტერესებში უფრო გადაიზარდა, ვიდრე მართლა გვაღელვებდეს მედიის საქმე. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ამ კანონის მიღებით დამოუკიდებელი ტელეკომპანიები დაიხურება და დაინგრევა. მთლად დათვლას და ბუღალტერიაში არ არის საქმე. საუბარი უნდა ყოფილიყო პოზიციებზე, საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა შევიდეს თუ არა იმ ფერხულში, რასაც კერძო ტელემაუწყებლები ქვია თუ უნდა დარჩეს სხვა მაღალ სიმაღლეზე, როგორც საკუთარი ნიშის მფლობელი ტელევიზია“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 519
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია