დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საჯარო მოხელეს თანამშრომლის მხილება პროკურატურასა და საგამოძიებო ორგანოებშიც შეეძლება
ავტორი:
2014/აპრილი/15 16:30:02
გაფართოვდა უწყებათა წრე, სადაც საჯარო მოხელეს თანამშრომლის მხილება შეუძლია. ესენია: პროკურატურა, საგამოძიებო ორგანოები, სახალხო დამცველი , სამოქალაქო საზოგადოება და მედია. ამასთან, პირის მხილება შესაძლოა განხორციელდეს, როგორც უკვე დამდგარ ზიანზე, ასევე "შესაძლო დარღვევის" შემთხვევაში. აღნიშნულს "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონში განხორცილებული ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა და ძალაში უკვე შევიდა.
კანონის აქამდე მოქმედი რედაქციის გათვალისწინებით, მამხილებელს უფლება ჰქონდა განცხადებით "საჩივრის გამხილველ ორგანოსთვის" მიემართა, რომელსაც შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის, აუდიტის ან სამსახურეობრივი ინსპექტირების განმახორციელებელი შიდა სტრუქტურული ქვედანაყოფი წარმოადგენს. კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე კი, მამხილებელი უფლებამოსილი იქნება მიმართოს როგორც დაწესებულების შიდა სამსახურს, ასევე პროკურორს, გამომძიებელს ან სახალხო დამცველს. აღნიშნულ დაწესებულებისთვის მიმართვის უფლებას იერარქიულად ურთიერთდამოკიდებული ხასიათი არ ექნება.
რაც შეეხება მხილების განხორციელებას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მეშვეობით, მიღებული ცვლილებების გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში მამხილებელს პირველადი მიმართვა გაკეთებული უნდა ჰქონდეს რომელიმე ზემოხსენებულ დაწესებულებაში. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისადმი მიმართვა "მეორე ინსტანციას" წარმოადგენს" და ის გამოიყენება მხილების განმხილველის ორგანოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი თვის შემდეგ.
ცვლილებებით ჩამოყალიბდა მამხილებელთა დაცვის გარანტიები და გაძლიერდა დაცვის არსებული მექანიზმები, რაც როგორც იუსტიციის სამინისტრო განმარტავს, ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურში ანგარიშვალდებულების განმტკიცებას და საჯარო მოხელეთა სამართალდარვევებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის დროულ გამოვლენას.






წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1308
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია