დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პრეზიდენტმა ესსეების კონკურსში "მასწავლებლები კონსტიტუციაზე" გამარჯვებულები დააჯილდოვა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/09 19:30:03
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/dajildoebaeseebi.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456617-prezidentma-esseebis-konkursshi-qmastsavleblebi-konstituciazeq-gamarjvebulebi-daajildova.html", "headline": "პრეზიდენტმა ესსეების კონკურსში "მასწავლებლები კონსტიტუციაზე" გამარჯვებულები დააჯილდოვა", "datePublished": "2017-10-09 15:16:27", "dateModified": "2017-10-09 15:16:27", "description": "კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს, რომლებმაც კონსტიტუციის თემატიკაზე ესსეები შექმნეს, დღეს საქართვ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/dajildoebaeseebi.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს, რომლებმაც კონსტიტუციის თემატიკაზე ესსეები შექმნეს, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში უმასპინძლა, დააჯილდოვა და სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ესსეების კონკურსი საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდმა დააფინანსა და საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE განახორციელა. ესსეების კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმისა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ მასწავლებელთა დაინტერესება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა იყო.

კონკურსში მონაწილეობა 200-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო. დღეს პრეზიდენტმა დააჯილდოვა 16 გამარჯვებული - 11 რეგიონიდან და 5 თბილისიდან.

გიორგი მარგველაშვილმა პროექტში მონაწილე მასწავლებლებს სიტყვით მიმართა და კონკურსში მონაწილეობისა და აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა.

"ორმაგი აქტიურობით ჩავერთეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, იყო არაერთი პროექტი. მათ შორის გამოირჩეოდა საზოგადოების ჩართულობით პროექტი "კონსტიტუცია ყველასია".

იყო საჯარო განხილვებიც. მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოებისთვის კონსტიტუციაზე მსჯელობა, მისი განხილვა, შემეცნება, თუნდაც ის, რაც თქვენ განახორციელეთ, ამ დოკუმენტის ირგვლივ მუშაობა, ასე ვთქვათ, ყოველდღიური ცხოვრების, ყოველდღიური ფიქრის, ყოველდღიური განსჯის საკითხი გახდა.

მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში ჩაერთო, მადლობა მთლიანად ქართულ საზოგადოებას, რომლისთვისაც გარკვეულწილად ეს გახდა ამ წლის და წინა წლების განსჯის თემა.

წლევანდელი წელი მე განათლების წლად გამოვაცხადე და ამითაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი განათლების სისტემის საფიქრალი და სამსჯელო საკითხი გახდა ასევე პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი თემა - კონსტიტუციის გააზრება.

მადლობას გიხდით ამ სამუშაოსთვის, იმედი მაქვს, რომ ეს სულისკვეთება, არ დარჩება მხოლოდ პედაგოგებში, არამედ ეს გადავა ასობით და ათასობით თქვენს მოსწავლეზე, გადავა საზოგადოებაში და ჩვენი სახელმწიფო იმით იქნება ძლიერი, რომ ჩვენ ყველა ერთი კანონით, ერთი წესით, ამ ერთი წესის ერთგულებითა და პატივისცემით ვიცხოვრებთ",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კონკურსანტების ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: დიმიტრი გეგენავა - კონსტიტუციონალისტი, ცირა ბარბაქაძე - ფილოლოგი, თომა ჩაგელიშვილი - დოკუმენტალისტი, გიორგი კეკელიძე - ლიტერატურათმცოდნე, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმღვანელი და ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 702
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია