დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა - სამარცხვინოა, როდესაც შიხიაშვილის ჭკუაზე დადის ივანიშვილი და ღარიბაშვილი
ავტორი:
2014/თებერვალი/13 17:00:04
სამარცხვინოა, როდესაც შიხიაშვილის ჭკუაზე დადის ივანიშვილი და ღარიბაშვილი, - ასე გამოეხმაურა გიგი უგულავა თვითმმართველობებთან და თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. მისივე თქმით, ამ პროცესებს არა ღარიბაშვილი, არამედ ივანიშვილი მართავს.
"ბიუჯეტთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, ფაქტია ყველაფერი იქით მიდის, რომ მთავრობას განზრახული აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის, საკრებულოსა და მერიის დათხოვნა არჩვენების წინ. მთავრობაში მე არ ვგულისხმობ ღარიბაშვილს, ვგულისხმობ პირველ რიგში ივანიშვილს. პოლიტიკურ ოპონენტებს იშორებ იმის ხარჯზე, რომ მთლიანად თვითმმართველობას აუქმებ, ასეთი რამე არც პუტინს და არც ლუკაშენსკოს არ ჩაუდენია. ამას თუ დავამატებთ იმ დაჭერებს რაც რეგიონებში ხდება, ვგულისხმობ ხონში, გამგებლის დაჭერას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დაპატიმრებას, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას პირდაპირ გადაწყვეტილი აქვს თვითმმართველობა დაახრჩოს არჩვენების წინ და შემდეგ ფასადური არჩევნები ჩაატაროს", - აღნიშნა უგულავამ.
მისივე თქმით, საუბარი თავისუფალ არჩევნებზე ზედმეტია.
"საუბარი თავისუფალ არჩევნებზე ზედმეტია, იმიტომ რომ თავად კონკურენტებს იშორებ და თვითმმართველობას აუქმებ. სამარცხვინოა, როდესაც შიხიაშვილის ჭკუაზე დადის ივანიშვილი და ღარიბაშვილი. ამ დღეების განმავლობაში მოვისმინე ბრალდება, თითქოს მე ვმართავ ამ პროცესებს. მე მინდა მას, ვისაც პოლიტიკა საერთოდ არ ესმის, ანუ შიხიაშვილს ავუხსნა ერთი რამ, რომ პოლიტიკური საქმიანობა ჩემთვის არავის აუკრძალავს და მე მაქვს უფლება ჩემს კოლეგებთან გავიარო კონსულტაცია და ჩემი რჩევებიც მივცე. ამის ანალოგი ბევრია მსოფლიოში, შორს რომ არ წავიდეთ, მოლდოვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფილატი, ანალოგიურ პოზიციაში იმყოფება და ეს ჩვეულებრივია. ანომალიური არის ის, რასაც აკეთებს ივანიშვილი, რომელიც ვითომ წავიდა, სამოქალაქო სექტორში გადაბარგდა, სინამდვილეში გაექცა პასუხისმგებლობას და იქიდან მართავს თავის მარიონეტულ მთავრობას, ისე რომ მას ფორმალურად არ აქვს პასუხისმეგბლობა. ეს სწორედ დაუშვებელია და მაქინაციაა. რაც შეეხება იმას, როდესაც შენ ღიად ხარ პოლიტიკაში არავის აუკრძალავს არც სასამართლოს და არც არავის, რომ პოლიტიკური კონსულტაციები გავიაროთ", - აღნიშნა უგულავამ.
იგი ასევე ეხმაურება სევდია უგრეხელიძის გადაწყვეტილებას და მას აბსოლუტურად სწორად აფასებს.
"აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ქალბატონმა სევდიამ, რომ კიდევ ერთხელ სცადოს და მთელი თბილისის ყველა უბანში ხელახლა დაიარონ გამგებლებმა, თვითონ ქალბატონმა სევდიამ, სამსახურის უფროსებმა და კიდევ თავიდან შეადგინონ ბიუჯეტი და წარუდგინონ საკრებულოს. ეს არის სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ მერია მოწადინებულია ბიუჯეტი დამტკიცდეს და ის უამრავი პრობლემა რაც არსებობს და ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში კიდევ უფრო გამწავავდება, მოგვარდეს", - აღნიშნა უგულავამ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 964
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია