დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ცესკომ "ნაციონალების" კანდიდატს აკმამედ იმამყულიევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა
ავტორი:
2014/ივნისი/08 13:00:02
ცესკომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს აკმამედ იმამყულიევს არჩევნებში მონაწილეობაზე უარი უთხრა. რვა ხმით ხუთის წინააღმდეგ ცესკომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის დადგენილება ძალაში დატოვა. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განმარტებით, კანდიდატი ვერ ამაყოფილებდა კანონის იმ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, კანდიდატი ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში უნდა ცხოვრობდეს.
"ნაციონალური მოძრაობა" და არასაპარლამენტო ოპოზიცია ცესკოს ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებს, რადგან, ანალოგიურ შემთხვევაში ცესკომ რეგისტრაციიდან მოხსნა ირაკლი ოქრუაშვილი, "ქართული ოცნების" ორ კანდიდატს კი რეგისტრაცია არ გაუუქმა.
"მოტივი და მნიშვნელოვანი საფუძველი იყო ის, რომ კანონით მოთხოვნილი ორი წლიდან დაახლოებით ერთი წელი კანდიდატი არ იმყოფებოდა საქართველოში, რაც შემეხება პირადად მე და ერთგვაროვან გადაწყვეტილებებს - მეც და ჩემმა მოადგილემაც ოთხივე შემთხვევაში მივიღეთ აბსოლუტურად ერთგვაროვანი გადაწყვეტიილება და ოთხივე შემთხვევაში დავუჭირეთ რეგისტრაციიდან მოხსნას მხარი",-განაცხადა თამარ ჟვანიამ.
აკმამედ იმამყულიევი ცესკოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხათუნა გოგორიშვილის თქმით, ცესკო ხელისუფლების დირექტივას ასრულებს.
"ცესკომ დაამტკიცა, რომ იგი პირდაპირ ასრულებს ხელისუფლების დირექტივებს ერთი მარტივი მიზეზის და ფაქტის გამო, რომ ანალოგიურ შემთხვევაში სახელისუფლებო კანდიდატებთან მიმართებაში ცესკომ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება - მათ რეგისტრაცია არ გაუუქმა. ზუსტად იგივე ადამიანებმა დღეს ხელი აუწიეს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას", - აღნიშნა გოგორიშვილმა.
აკმამედ იმამყულიევი რეგისტრაციიდან მარნეულის საოლქო კომისიამ რამდენიმე დღის წინ მოხსნა. კომისიის გადაწყვეტილებას პარტიისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1088
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია