დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ალეკო ელისაშვილი - ვთხოვ ოპოზიციონერ წევრებს, დატოვონ თბილისის საკრებულო, ნუ იქნებიან ივანიშვილის ნოტარიული ბიუროს წევრები
ავტორი:
2017/ოქტომბერი/07 16:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/elisashvilimerad.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456343-aleko-elisashvili-vthkhov-opozicioner-tsevrebs-datovon-thbilisis-sakrebulo-nu-iqnebian-ivanishvilis-notariuli-biuros-tsevrebi.html", "headline": "ალეკო ელისაშვილი - ვთხოვ ოპოზიციონერ წევრებს, დატოვონ თბილისის საკრებულო, ნუ იქნებიან ივანიშვილის ნო...", "datePublished": "2017-10-07 11:57:49", "dateModified": "2017-10-07 11:57:49", "description": "თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საკრებულოს წევრ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/elisashvilimerad.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი საკრებულოს წევრ ოპოზიციონერ კოლეგებს მოუწოდებს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, დატოვონ საკრებულო და არ მიიღონ მონაწილეობა პუშკინის სკვერთან ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემის საკითხში.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გუშინ, საკრებულოში შევიდა მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემის მოთხოვნა და სავარაუდოდ, ამ საკითხს მომდევნო კვირას რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.

ის კოლეგებს მოუწოდებს, "ნუ იქნებიან ივანიშვილის ნოტარიული ბიუროს წევრები", გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დატოვონ საკრებულო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი საკრებულოში ყოფნა იქნება ქონების გადაცემის "გაპრავებაში" მონაწილეობა.
"თბილისის საკრებულოში გუშინ შევიდა ამჯერად უკვე პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთის 1 ლარად გადაცემის მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის.

ამ ხნის განმავლობაში, "ქართული ოცნება" იტყუებოდა, როდესაც ამბობდა, რომ იქ მუნიციპალური მიწისქვეშა პარკინგი უნდა გაკეთდეს და ყველასთვის უნდა იყოს, მაგრამ დადასტურდა, რომ მხოლოდ 30 მანქანაზე იქნება ეს პარკინგი გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ივანიშვილის სასტუმროსთვის კეთდება პარკინგი და არა საერთო სარგებლობისთვის.

მე მსურს მოვუწოდო თბილისის საკრებულოს, კიდევ ერთხელ ნუ შეირცხვენს საკრებულოს ეს შემადგენლობა თავს, მუშაობის სამწლიანი უღიმღამო პერიოდი ამით არ დაასრულონ და არ განიხილონ ეს საკითხი. ასევე მინდა მოვუწოდო ჩემს კოლეგებს, განსაკუთრებით საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს - ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი განაგრძობს აბუჩად აგდებას თბილისის საკრებულოს, კიდევ რა მიზეზი უნდათ იმისთვის, რომ წამოვიდნენ, მეტი რაღა უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა, რომ კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მიაყენოს თბილისის საკრებულოს. ფაქტია, რომ მათი ხმები ვერაფერს ვერ შეცვლის, მათი ყოფნა უბრალოდ იქნება "გაპრავება" ივანიშვილისთვის 1 ლარად ქონების ჩუქება. ვთხოვ ჩემს კოლეგებს, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დატოვონ თბილისის საკრებულო. ნუ იქნებიან ივანიშვილის ნოტარიული ბიუროს წევრები", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე განცხადებით, თუ მაინცდამაინც საჭიროებაა იმ მიწის ნაკვეთის,“ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია იყიდოს ეს ტერიტორია და არა - იჩუქოს“.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 690
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია