დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება
ავტორი:
2014/ივნისი/01 12:00:01
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა ხვალ, 14:00 საათზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში გაიმართება.
შეხვედრაზე განიხილება რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პერსპექტივები, კოორდინაციის მექანიზმები და დონორი ორგანიზაციების ჩართულობა აღნიშნულ პროცესში.
შეხვედრას დაესწრებიან პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერებისა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელი პირები.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), აგრეთვე შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA), ევროპის საბჭოს (Council of Europe), ევროკავშირის დელეგაციის (EU Delegation), გერმანიის გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), მსოფლიო ბანკის (WB) და აზიის განვითარების ბანის (ADB) წარმომადგენლები.
საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მხარდაჭერით.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1053
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია