დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლება არ კმაყოფილდება იმ შედეგით, რომელიც უკვე მიღწეულია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში
ავტორი:
2017/დეკემბერი/12 00:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/kvirikashvilikobaxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/468076-irakli-kobakhidze-chveni-khelisufleba-ar-kmayofildeba-im-shedegith-romelic-ukve-mightseulia-adamianis-uflebebis-dacvis-sferoshi.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ჩვენი ხელისუფლება არ კმაყოფილდება იმ შედეგით, რომელიც უკვე მიღწეულია ადამიანის უფლ...", "datePublished": "2017-12-11 19:47:56", "dateModified": "2017-12-11 19:47:56", "description": "საქართველო, ჩვენი ხელისუფლება არ კმაყოფილდება იმ შედეგით, რომელიც უკვე მიღწეულია ადამიანის უფლებები...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/kvirikashvilikobaxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველო, ჩვენი ხელისუფლება არ კმაყოფილდება იმ შედეგით, რომელიც უკვე მიღწეულია ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გახსნა.
„ეს თარიღი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის უფლებების მიმართ ცნობიერების ამაღლებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ძალიან ნიშანდობლივია, რომ მაღალი თანამდებობის პირები თავად მონაწილეობენ ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნაში“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. მისი თქმით, 1948 წლის 10 დეკემბერს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებით საერთაშორისო თანამეგობრობამ გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი იმის თაობაზე, რომ ადამიანის ძირითადი უფლებები არის უზენაესი ღირებულებები, რომელსაც ცივილიზებული სამყარო და ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფო უნდა ეფუძნებოდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დეკლარაციის სულისკვეთებას იზიარებს საქართველოც.
„საქართველო მიერთებულია ამ დოკუმენტთან და მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ დღეს საქართველო წარმოადგენს რეგიონში მოწინავე სახელმწიფოს ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიული ღირებულებების განუხრელი ერთგულების თვალსაზრისით, რასაც ადასტურებს არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ანგარიში. ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო, ჩვენი ხელისუფლება არ კმაყოფილდება იმ შედეგით, რომელიც არის უკვე მიღწეული ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში. ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ადამიანის უფლებების დაცვა ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და შესაბამისად, მუდმივად ხორციელდება მასშტაბური რეფორმები იმისათვის, რომ კიდევ უფრო ამაღლდეს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები ჩვენს ქვეყანაში, რეფორმები ხორციელდება ისეთი მიმართულებით, როგორიც არის, მაგალითად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, გენდერული თანასწორობის კუთხით, მოქალაქეთა საარჩევნო უფლებები, სასამართლო სისტემის დახვეწის კუთხით, სისხლის სამართლის რეფორმირება ხორციელდება და ა.შ.“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ამ რეფორმების ეფექტიანი და დროული განხორციელება საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის და თანადგომის გარეშე გართულდებოდა. ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პარტნიორებს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების ამაღლებაში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ადამიანის უფლებათა გაერო-ს კომისრის ოფისის როლზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ოფისი რეგიონში უკვე ათი წელია, წარმატებულად საქმიანობს.
სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვისა და ახალი გარანტიების შექმნის მიმართულებით საკონსტიტუციო რეფორმის მნიშვნელობას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი ქვეყნის ძირითადი კანონის დონეზე ამაღლდა.
„საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე გაფართოვდა და ასევე, დაზუსტდა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით გარანტირებული, ძირითადი უფლებები, მეორე თავში გაჩნდა მთელი რიგი ახალი ძირითადი უფლებები, რომელიც აქამდე არ იყო გამტკიცებული საქართველოს კონსტიტუციით, ასევე, მოხდა ცალკეული, ძირითადი უფლებების დაცვის სტანდარტები და გაუმჯობესდა შესაბამისი გარანტიები, გაკეთდა ახალი ჩანაწერები, მაგალითად, ისეთ უფლებებთან დაკავშირებით, როგორიც არის გენდერული თანასწორობა, განსაკუთრებული ნორმა გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების რეალიზაციისათვის, სამართლიანი ადმინისტრაციული უფლების შესახებ ჩანაწერი გაჩნდა საქართველოს კონსტიტუციაში. ცალკე უფლების სახით არის გარანტირებული ინტერნეტზე წვდომის ძირითადი უფლება. გარანტირებულია ასევე უფრო მაღალი სტანდარტით სოციალური ძირითადი უფლებები, განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი შრომის უსაფრთხო პირობების შესახებ უფლებას, რომელიც გამტკიცებული იქნა მყარი ფორმით საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციაში.
განხორციელდა ადამიანის უფლებათა სისტემატიზაცია კონსტიტუციის დონეზე, რაც მთლიანობაში ამაღლებს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს ქვეყნის ძირითადი კანონის დონეზე. ასევე, საგულისხმოა, რომ დაინტერესებული პირები დღეს გაცილებით უფრო აქტიურად მიმართავენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი ძირითადი უფლებების დასაცავად, რაც არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობის ამაღლებასთან. სტატისტიკური მონაცემებიც ამას ცხადყოფს. 2012 წელს, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოში, მთლიანად შევიდა წლის განმავლობაში 27 საქმე, მაშინ, როდესაც 2007 წლის მდგომარეობით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართა 400-ზე მეტმა პირმა. აქ საგულისხმოა აღინიშნოს, რომ, ბუნებრივია, ჩვენ საქმე არ გვაქვს, დარღვევების რაოდენობის გახშირებასთან, ძირითადად, ეს საქმეები ეხება იმ საკანონმდებლო ცვლილებებს და ნორმატიულ ცვლილებებს, რომლებიც ხორციელდებოდა სწორედ 2012 წლამდე. კიდევ ერთხელ, სტატისტიკის ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ მნიშვნელოვნად, არსებითად არის გაზრდილი ნდობის ხარისხი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, რაც არის, რა თქმა უნდა, მოსამართლეების დამსახურება. ასევე, ზოგადად, იმ ცვლილებების დამსახურება, რომელიც განხორციელდა საქართველოში გასული წლების განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციურ სისტემაში სახალხო დამცველის როლზეც. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული და სახალხო დამცველის კანდიდატი ფართო კონსულტაციების საფუძველზე იქნა წარდგენილი. პარლამენტის თავმჯდომარემ ომბუდსმენ ნინო ლომჯარიას წარმატებები კიდევ ერთხელ უსურვა.
„კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და ადამიანის უფლებათა კვირეულის წარმატებით ჩატარება, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ისევე, როგორც ამ კვირეულის თითოეულ მონაწილეს. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გააგრძელებს ურყევ სვლას ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებისკენ. ბუნებრივია, ამ გზაზე ვაცნობიერებთ პარლამენტის, საკანონმდებლო ორგანოს განსაკუთრებულ როლს და ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ გაკეთდება ყველაფერი, იმ სახელმწიფო პოლიტიკის გასაგრძელებლად, რომელიც ადამიანსა და მის უფლებებს აცხადებს უზენაეს ღირებულებად“,- მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.
დამსწრეებს მიმართა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
„ადამიანის უფლებების დაცვა არ არის მდგომარეობა, რომელსაც შეიძლება მივაღწიოთ და გავჩერდეთ, რადგან იგი მუდმივად საჭიროებს მეთვალყურეობას, იგი მუდმივად ვითარდება და ინერგება ახალი სტანდარტები. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ საზოგადოების მოლოდინები და მოთხოვნები, რაც არსებობს ადამიანების უფლებების დაცვის თვალსაზრისით“,- განაცხადა ომბუდსმენმა.
საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა სიტყვით გამოსვლისას გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა, შომბი შარპმა.
“ადამიანის უფლებები არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის, აწმყოს და მომავლის ბირთვი. ადამიანის უფლებები მთავარია საქართველოს ევროპული გზაზე“,- განაცხადა შომბი შარპმა.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ვლადიმერ შკოლნიკოვის განცხადებით, ადამიანის უფლებებისადმი ერთგულება საქართველომ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღებით ინსტიტუციურად დაადასტურა.
საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელის, კრისტიან ურსეს განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველომ ბოლო წლებში წარმატებას მიაღწია, თუმცა, ამის მიუხედავად, რჩება გამოწვევებიც. სიტყვით გამოსვლისას კრისტიან ურსემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, ცვლილებები ადამიანის უფლებების განმტკიცებას ემსახურება. ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა სახალხო დამცველის ინსტიტუტის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 536
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია