დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესები განიხილა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/06 00:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/euto-1.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/456070-sagareo-saqmetha-ministrma-eutho-s-specialur-tsarmomadgenelthan-okupirebul-regionebshi-mimdinare-procesebi-ganikhila.html", "headline": "საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებ...", "datePublished": "2017-10-05 20:16:53", "dateModified": "2017-10-05 20:16:53", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/euto-1.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, მათ შორის, ეთნიკური წმენდის პრაქტიკის გაგრძელების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ერედვში დევნილი ქართველი მოსახლეობის სახლების მასობრივად განადგურების გამო. განიხილეს გალისა და ახალგორის რაიონებში მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის საკითხი. საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზის ხელოვნური ბარიერებით გამაგრების მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებსა და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 81-ე შეხვედრის შედეგები და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დღის წესრიგის საკითხები.

მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებისა და შესრულების ისევე, როგორც ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მიზნით საგნობრივი მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობას. აღინიშნა აგრეთვე ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხის შინაარსიანი განხილვის აუცილებლობა.

დასასრულს მინისტრმა ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის დარეგულირების პროცესსა და სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია