დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ანა დოლიძე - სტიქიასთან ბრძოლის დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვანი იქნება მთელი ამ პროცესის ანალიზი და დაკვირვებით შესწავლა
ავტორი:
2017/აგვისტო/24 19:30:02
ჩვენ აღვნიშნეთ, რომ სტიქიასთან ბრძოლის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება მთელი ამ პროცესის, ამ შემთხვევის ანალიზი და დაკვირვებით შესწავლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ ბორჯომში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანი იქნება ყველა შესაძლო მოსაზრების, მათ შორის დივერსიის თაობაზე ვერსიის შესწავლა და გამოძიება.

”ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იქნება ყველა შესაძლო ვერსიის შესწავლა, გამოძიება და შესაბამისი დასკვნის წარმოდგენა იმასთან დაკავშირებით, რატომ და როგორ მოხდა ეს ყველაფერი”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ბორჯომში ხანძარი უკვე მეხუთე დღეა რაც მძვინვარებს. ამ დროისთვის დამწვარია 100 ჰექტრამდე ტყე.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 753
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია