დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/05 12:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kvirikashvili_56da0.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455937-giorgi-kvirikashvili-germaniis-thavdacvis-ministrs-shekhvda.html", "headline": "გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა", "datePublished": "2017-10-05 08:32:45", "dateModified": "2017-10-05 08:32:45", "description": "საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის თავდაცვის მინის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kvirikashvili_56da0.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციაში გერმანიის თავდაცვის მინისტრ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს წვლილთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების მაღალი დონის პროფესიონალიზმსა და მომზადების დონეს. მისი შეფასებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების როლი და ეფექტური საქმიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია მთლიანად კოალიციისთვის.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ასევე პოზიტიურად შეაფასა საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები. შეხვედრისას ხაზი გაესვა გერმანიის კიდევ უფრო მეტი ჩართულობის მნიშვნელობას, როგორც თავდაცვის სფეროში, ისე - სხვა მიმართულებებით.

საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმებს და ლოგისტიკის სფეროში გერმანული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

პრემიერმა ასევე ისაუბრა რეგიონში არსებულ და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა თანმიმდევრულია ყველა იმ რეფორმის განხორციელების პროცესში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია