დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე წინასასამართლო სხდომა პირველ ოქტომბერს გაიმართება
ავტორი:
2014/აგვისტო/20 20:00:02
ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის პირველ ოქტომბერს გაიმართება, - ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლოს სხდომაზე იქნა მიღებული . ამ თარიღთან დაკავშირებით შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა.
როგორც ბრალდების მხარემ განმარტა, მიმდინარეობს გამოძიება და ამ ვადაში ჩატარდება ფართო საგამოძიებო მოქმედებები. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ წარდგენილი ბრალდებები არის უსაფუძვლო და ასევე უსაფუძვლოა ის მტკიცებულებები, რომელიც საქმეში არსებობს. როგორც ადვოკატი ოთო კახიძე აცხადებს, ეს საქმე მთლიანად აგებულია პოლიტიკურად ანგაჟირებული მოწმეების ჩვენებებზე. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა.
მიხეილ სააკაშვილსა და ვანო მერაბიშვილს ახალი ბრალდება ყოფილ პარლამენტარ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე წარედგინათ. სააკაშვილთან ერთად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი და სოდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუა მიეცნენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1085
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია