დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების ონლაინ პეტიციას ამ დროისთვის 7 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/10 09:30:02
სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების საკითხზე საქართველოს მოქალაქეების ონლაინ პეტიციას ამ დროისთვის 7 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ოლიმპიური კომიტეტისადმი გასაგზავნ მიმართვას 7014 მოქალაქე აწერს ხელს. პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება.
პეტიცია არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და "სამართლიანი არჩევნების" ორგანიზებით შემუშავდა, ორი დღის წინ კი მასზე ონლაინ რეჟიმში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
საქართველოს მოქალაქეების აზრით, რომლებიც პეტიციას უერთდებიან, დაუშვებელია სოჭის ოლიმპიადაში ქვეყნის მონაწილეობა მაშინ, "როდესაც რუსეთის ხელისუფლება სისტემატურად არღვევს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებას და ახდენს საოკუპაციო ზოლის გადმოწევას".
"ვთვლით, რომ ყოვლად გაუმართლებელი იქნება საქართველოს მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებში. უკანასკნელი თვეების განმავლობაში საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, დე-ფაქტო საზღვრის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის დიდი ნაწილი საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე წვდომისა და სასმელ-სარწყავი წყლის გარეშე აღმოჩნდა... მიგვაჩნია, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის პროტესტის გამოცხადება იქნება საქართველოს ხელისუფლების ადეკვატური ნაბიჯი და პასუხი რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებებისა და საერთაშორისო ნორმების უგულებელყოფაზე. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოხატოს პროტესტი რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის საზიანოდ განხორციელებული ქმედებების წინააღმდეგ. სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა იქნება მსოფლიო თანამეგობრობისადმი გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას", - ნათქვამია პეტიციაში.
პეტიციის ავტორები არ გამორიცხავენ, რომ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტირების მოთხოვნით სხვადასხვა სახის ღონისძიება – მათ შორის მშვიდობიანი აქციებიც დაიგეგმოს. აღნიშნულთან დაკავშირებით ორი დღის წინ განცხადება "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია