დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი - პრეზიდენტმა უმრავლესობასთან შეხვედრა ისეთ დროს დანიშნა, რომ მასში პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას ვერ მიიღებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/03 19:00:02
../photo/2015_02/0-00-1DEC-2016/volski.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455647-gia-volski-prezidentma-umravlesobasthan-shekhvedra-iseth-dros-danishna-rom-masshi-parlamentis-thavmjdomare-monatsileobas-ver-miighebs.html", "headline": " გია ვოლსკი - პრეზიდენტმა უმრავლესობასთან შეხვედრა ისეთ დროს დანიშნა, რომ მასში პარლამენტის თავმჯდომ...", "datePublished": "2017-10-03 15:00:27", "dateModified": "2017-10-03 15:00:27", "description": "პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტმა უმრავლესობასთან შეხვედრა ისეთ დროს დანიშნა,...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1DEC-2016/volski.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის თქმით, პრეზიდენტმა უმრავლესობასთან შეხვედრა ისეთ დროს დანიშნა, რომ მასში პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის სხდომაზე მიემგზავრება.

“საკმაოდ დიდი ხანია, ერთი კვირაა თუ მეტი, რაც დავაყენეთ საკითხი პრეზიდენტთან შეხვედრის აუცილებლობის თაობაზე. გვაქვს არგუმენტები, რასაც ვენეციის კომისია პოზიტიურად იზიარებს. ცნობილია ჩვენი შეთავაზება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება გარკვეულ ფორმატში შეიძლებოდა. ამის პასუხად გვესმოდა ქილიკი იმის თაობაზე, რომ უმრავლესობა თავად ითხოვს ვეტოს, თუმცა პრეზიდენტის გარემოცვა უფრო თავშეკავებულ კომენტარებს აკეთებდა. დიდი ხანია ამის თაობაზე მიმდინარეობს მსჯელობა და დიდი ხანია დაყენებულია შეხვედრის საკითხი. ვფიქრობ, შეხვედრა აუცილებელია, უნდა შედგეს, კიდევ ერთხელ გავიაროთ დამატებითი არგუმენტები სიღრმისეულად. პრეზიდენტმა შეხვედრა ისეთ დროს დანიშნა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისში არ იქნება. ის ამაღამ ვენეციის კომისიის სხდომაზე უნდა გაემგზავროს. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვმსჯელობთ როგორი ფორმატით შევთავაზოთ პრეზიდენტს შეხვედრა, რომელიც ჩვენი აზრით, საჭირო და აუცილებელია“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

წინასწარი ინფორმაციით, “ქართული ოცნებიდან“ პრეზიდენტ მარგველაშვილს შესაძლოა მხოლოდ უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე შეხვდნენ, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში ხვალ, 16:00 საათისთვის არის დანიშნული.

მმართველი უმრავლესობა ახალმიღებულ კონსტიტიციაში ცვლილებების განხორციელებას აპირებს, რომლის ფარგლებში ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების დაშვება იგეგმება. “ქართული ოცნება“ პრეზიდენტს სთავაზობს, ვეტო საკონსტიტუციო ცვლილებებზე სწორედ ამ ორი საკითხის გათვალისწინებით გამოიყენოს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია