დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სერგი კაპანაძე - ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა რაიმე კარგი გამოვიდეს იმ შემოთავაზებებიდან, რომელმაც რუსეთის მხრიდან სამაბზაციან განცხადებაში გაიჟღერა
ავტორი:
2018/მარტი/14 14:00:02
../photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kapanadze_e9555.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/482927-sergi-kapanadze-iluziaa-imaze-fiqri-rom-shesadzloa-raime-kargi-gamovides-im-shemothavazebebidan-romelmac-rusethis-mkhridan-samabzacian-ganckhadebashi-gaizhghera.html", "headline": "სერგი კაპანაძე - ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა რაიმე კარგი გამოვიდეს იმ შემოთავაზებებიდან, რომელ...", "datePublished": "2018-03-14 10:00:36", "dateModified": "2018-03-14 10:00:36", "description": "პრემიერის განცხადება და შემდეგ შეფასებები ქვეყანას ასუსტებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1IANV-2017/kapanadze_e9555.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერის განცხადება და შემდეგ შეფასებები ქვეყანას ასუსტებს, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, "ევროპულ საქართველოს" მიაჩნია, რომ ის ვითარება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ”ცუდი მიმართვის შედეგად შეიქმნა, არ არის ჯანსაღი და აზიანებს ქვეყანას ისევე, როგორც ის შეფასებები, რომელიც შემდეგ კეთდება უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან”.

"კერძოდ, იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ დღეს ვართ, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა, ქვეყანა, საქართველო ჩანდეს ძლიერი აქტორი და არა სუსტი. პრემიერის განცხადება და შემდეგ შეფასებები ქვეყანას ასუსტებს და ქმნის იმის ილუზიას, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ რუსეთის მოთხოვნების შესრულებაზე. მათ შორის, პირდაპირი დიალოგი ცხინვალთან და სოხუმთან და ჟენევის ფორმატის შეცვლა. ეს ჩვენს ინტერესებში არ არის. კარგი იქნება, ნაცვლად ოპოზიციის კრიტიკისა, ქვეყნის ინტერესების დაცვაზე გადაერთონ. ჟენევის ფორმატის შეცვლა იქნება რუსეთის, როგორც მედიატორის როლის გაჩენა და რუსეთის, როგორც კონფლიქტის მხარის სტატუსის დაკარგვა. ეს ჩვენს ინტერესებში ნამდვილად არ არის. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცხინვალის და სოხუმის სტატუსის გაზრდაზე. თუ ამას არ გულისხმობდა პრემიერი თავის განცხადებაში, კარგი იქნებოდა განემარტა, რა არის საქართველოს ინტერესები. ის განცხადება, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, არანაირ სივრცეს არ ტოვებს, ჩემი აზრით. მგონია, რომ სრული ილუზიაა იმაზე ფიქრი, რომ შესაძლოა რაიმე კარგი გამოვიდეს იმ შემოთავაზებებიდან, რომელმაც რუსეთის მხრიდან გაიჟღერა იმ სამაბზაციან განცხადებაში",- განაცხადა სერგი კაპანაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 545
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია