დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი ვაშაძე თბილისის მერიას პეკინის ქუჩის არასრულად რეაბილიტაციაში ადანაშაულებს
ავტორი:
2017/ოქტომბერი/01 17:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/vashadze_4354a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/455238-giorgi-vashadze-thbilisis-merias-pekinis-quchis-arasrulad-reabilitaciashi-adanashaulebs.html", "headline": "გიორგი ვაშაძე თბილისის მერიას პეკინის ქუჩის არასრულად რეაბილიტაციაში ადანაშაულებს", "datePublished": "2017-10-01 13:23:02", "dateModified": "2017-10-01 13:23:02", "description": "თბილისის მერობის „ერთობა-ახალი საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ვაშაძე თბილისის მერიას პეკინის ქუჩის ა...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/vashadze_4354a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } თბილისის მერობის „ერთობა-ახალი საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ვაშაძე თბილისის მერიას პეკინის ქუჩის არასრულად რეაბილიტაციაში ადანაშაულებს.

ვაშაძის განცხადებით, არც ფეხით გადასასვლელები და არც სამანქანო მოძრაობის ხაზები ქუჩაზე დახაზული არ არის, რაც მოძრაობის წესებს ხელს უშლის. მერობის კანდიდატის თქმით, ეს არასრულად გაკეთებული საქმეა და ის ევროპის სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით პეკინის ქუჩაზე, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რომ არც ფეხით გადასასვლელები, არც სამანქანო მოძრაობის ხაზები არ არის დახაზული ამ ქუჩაზე. ეს არის არასრულად გაკეთებული საქმე. თბილისში უნდა იყოს ევროპული სტანდარტები, ჩვენ პროგრამაში გვაქვს, რომ სწორედ ევროპული სტანდარტები დამკვიდრდეს, რომ მასგავსი დაუმთავრებელი გზები არ იყოს ქალაქში. 3 კვირის წინ მერიამ გვამცნო, რომ დაასრულეს სამუშაოები, თუმცა დღეს, თქვენ ხედავთ რომ მანქანებით და ფეხით მოძრაობას ხელს უშლის სწორედ ის, რომ არ არის დახაზული ქუჩა და სამუშაო ფაქტობრივად შუა გზაშია მიტოვებული. ყველა საქმე უნდა მიდიოდეს ბოლომდე, უნდა კეთდებოდეს ხარისხიანად და ფული არ უნდა იყრებოდეს ტყუილუბრალოდ. უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტები ქალაქში, არ შეიძლება საქმის შუა გზაში მიტოვება. საცობების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს დაუხაზავი გზებია, იმიტომ რომ მანქანები აღარ არეგულირებს მოძრაობას და საფეხმავლო გადასასვლელზე შეიძლება მანქანა დაგეჯახოს. ეს არის „ქართული ოცნების“ სტანდარტი, სამწუხაროდ. ეს არის უხარისხოდ გაკეთებული საქმე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 705
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია