დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვანო მაჭავარიანი - რასაც ივანიშვილი მთავრობასთან კონკურენციას ეძახის, ამას უფლებამოსილებათა გამიჯვნა ჰქვია
ავტორი:
2014/სექტემბერი/11 12:30:02
ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეძახის მთავრობასთან კონკურენციაში შესვლას, ამას დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა ჰქვია - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა ბიძინა ივანიშვილის მოსაზრების საპასუხოდ განუცხადა.
მისი თქმით, ის, რომ ძალაუფლება კონცენტრირებული უნდა იყოს მხოლოდ ერთ სამთავრობო შტოში არასწორია.
"ის, რასაც ბიძინა ივანიშვილი ეძახის მთავრობასთან კონკურენციაში შესვლას, ამას დემოკრატიულ სახელმწიფოში სახელმწიფოს სხვადასხვა შტოებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა ჰქვია, ეს აუცილებელია, რათა ქვეყანა იყოს დემოკრატიული, იყოს ბალანსი და კონტროლი. შესაბამისად, ეს თემა, რომ ძალაუფლება უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ერთ სამთავრობო შტოში არის არასწორი, ჩვენ ეს ვნახეთ და ამას ქვეყნისთვის სასურველი შედეგი არ მოუტანია", - განანაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
რაც შეეხება გიორგი მარგველშვილის გაერო-ში ვიზიტს, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუციის მიხედვით უფლებამოსილება და ვალდებულებები აქვს.
"კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს აქვს ვალდებულება და უფლებამოსილება წარმოადგინოს ქვეყანა მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატებში საერთაშორისო არენაზე. ეს უნდა გააცნობიეროს ყველამ და უნდა ვიმოქმედოთ ზუსტად იმ კონსტიტუციურ ფარგლებში მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობის კონკრეტულ წევრს", - განაცხადა მაჭავარიანმა.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მისცა, სადაც აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც "კონკურენტს" განიხილავს და "უნდა მას ხელი შეუშალოს".
ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ამას პრეზიდენტი მარგველაშვილი უნდა მიხვდეს.
"ინაუგურაციის მეორე თუ მესამე დღესვე, როცა სიტუაციის დალაგება დავიწყეთ და გაუგებრობაში აღმოვჩნდით, ჩვენი პოლემიკის ერთ-ერთი საგანი გახლდათ პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიცია, რომ ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და ეს ჩემთვის იყო გაუგებარი. მე მას ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი, თქვენ უნდა მოხვიდეთ ერთ გუნდად, "ქართული ოცნების" გუნდი გეხმარებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში, მხარს გიჭერდა, ჯერ არაკორექტულია და მეორეც, კონკურენცია დაგაზარალებთ. თქვენ კონკურენტი გყავთ უმუშევრობის, უამრავი, მათ შორის ტერიტორიული პრობლემის, საგარეო პოლიტიკის და ა.შ. სახით, რომ ეს არის თქვენი კონკურენტი. ხელი-ხელს ჩაკიდეთ, ერთად უნდა იმუშაოთ და არ უნდა იყოს კონკურენცია. საბოლოოდ, მე ჩემს აზრზე დავრჩი, მას კი თავისი აზრი არ შეუცვლია. მის ყველა ქმედებაში განა მარტივი დასანახი არ არის, რომ (ეს სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ) კონკურენტს ებრძვის, კონკურენტთან აქვს საქმე და უნდა ხელი შეუშალოს. ამით, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ეშლება ხელი და ამას უნდა მიხვდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.
ამასთან, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მისთვის პრეზიდენტის ქმედებები გაუგებარია.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 880
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია