დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თეა წულუკიანი ვაშინგტონში შეხვედრებს იწყებს
ავტორი:
2014/სექტემბერი/29 17:30:03
აშშ-ში იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძის ვიზიტი გრძელდება. უწყების ინფორმაციით, ქართული დელეგაცია ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. ვიზიტის ფარგლებში თეა წულუკიანი და გოჩა ლორთქიფანიძე აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
დღეს ქართული დელეგაცია "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრა მსოფლიო ბანკის, დემოკრატიის ნაციონალური ფონდის, USAD-ის ევროპისა და აზიის ბიუროს ხელმძღვანელებთან.
იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე შეხვედრებს გეგმავენ, აგრეთვე, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის სპეციალურ მრჩეველთან ევროპისა და აზიის საკითხებში. დღის მეორე ნახევარში ქართული დელეგაცია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისში გამართულ მრგვალ მაგიდაში მიიღებს მონაწილეობას.
საუბრის თემა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხები იქნება. დღის ბოლოს თეა წულუკიანი და გოჩა ლორთქიფანიძე აშშ-ის გენერალური პროკურორის სახელით გამართულ მიღებას დაესწრებიან.
30 სექტემბერს, ქართული დელეგაცია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებისადმი მიძღვნილი ყოველწლიური კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.
შეხვედრები გაგრძელდება კონფერენციის დასრულების შემდეგაც. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე შეხვედრებს გამართავენ აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწესთან ევროპულ საქმეთა საკითხებში; საერთაშორისო ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და კანონის აღსრულების საქმეთა ბიუროში. ქართულ დელეგაციას შეხვედრები ექნება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში − სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აგრეთვე, სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან შრომის საკითხებში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 990
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია