დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გელა დუმბაძე - სდსს-ს თანამშრომელი, რომელიც სააკაშვილის შვილს იცავდა, უკრაინაში იმის გამო არ შეუშვეს, რომ მან ქვეყანაში შესვლის მოტივი ვერ დაასახელა
ავტორი:
2017/ნოემბერი/21 16:30:01
../photo/2015_02/0-00IANV-2016/dumbadze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/464189-gela-dumbadze-sdss-s-thanamshromeli-romelic-saakashvilis-shvils-icavda-ukrainashi-imis-gamo-ar-sheushves-rom-man-qveyanashi-shesvlis-motivi-ver-daasakhela.html", "headline": "გელა დუმბაძე - სდსს-ს თანამშრომელი, რომელიც სააკაშვილის შვილს იცავდა, უკრაინაში იმის გამო არ შეუშვე...", "datePublished": "2017-11-21 12:27:26", "dateModified": "2017-11-21 12:27:26", "description": "უკრაინაში საქართველოს ელჩის, გელა დუმბაძის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00IANV-2016/dumbadze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } უკრაინაში საქართველოს ელჩის, გელა დუმბაძის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვაჟს, ნიკოლოზ სააკაშვილს იცავდა, უკრაინაში იმის გამო არ შეუშვეს, რომ მან ქვეყანაში შესვლის მოტივი ვერ დაასახელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გელა დუმბაძემ განუცხადა, სდსს-ს თანამშრომლის დეპორტაციის ოფიციალურ მიზეზად უკრაინის შესაბამისმა სამსახურებმა სწორედ აღნიშნული გარემოება დაასახელეს.

„ამ თემაზე გვქონდა ცალკე რეაგირება საპროტესტო ნოტის სახით. ოფიციალური მიზეზი, რაც გაცხადდა არის ის, რომ მან ვერ დაასახელა ქვეყანაში შესვლის მოტივი“, - განაცხადა გელა დუმბაძემ.

სდსს-ს თანამშრომელი, რომელიც უკრაინაში მისი დაცვის ობიექტთან - ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მიდიოდა, ქვეყანაში რამდენიმე დღის წინ არ შეუშვეს და საქართველოში მისი დეპორტაცია მოახდინეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 590
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია