დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან თარხნიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მმართველ გუნდთან შეხვედრას აპირებს, თუმცა გადაწყვეტილებამდე აუდიენციას ისევ ოპოზიციასთან გამართავს
ავტორი:
2017/სექტემბერი/28 18:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/tarxnishvili_a72d7.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/454848-levan-tharkhnishvilis-ganckhadebith-prezidenti-mmarthvel-gundthan-shekhvedras-apirebs-thumca-gadatsyvetilebamde-audiencias-isev-opoziciasthan-gamarthavs.html", "headline": "ლევან თარხნიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მმართველ გუნდთან შეხვედრას აპირებს, თუმცა გადაწყვეტილებამ...", "datePublished": "2017-09-28 14:01:35", "dateModified": "2017-09-28 14:01:35", "description": "“ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტი “ქართულ ოცნებასთან”...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAGSEQT/tarxnishvili_a72d7.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ლევან თარხნიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტი “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრას აპირებს. თუკი ეს შეხვედრა გაიმართება, პარტიებთან შეხვედრის ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება.

როგორც “ინტერპრესნიუსს” თარხნიშვილმა განუცხადა, ამის შემდეგ მიიღებს პრეზიდენტი თავის საბოლოო გადაწყვეტილებას.

“პარტიებმა პრეზიდენტთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ ჩვენი მზაობა დიალოგისთვის, თუ ასეთი შესაძლებლობა კიდევ გაჩნდება. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ მზად ვართ განვაგრძოთ მუშაობა ამ რეჟიმში, რა რეჟიმშიც პრეზიდენტთან ვმუშაობდით. პრეზიდენტს ვთხოვეთ საკონსტიტუციო ცვლილებებზე გამოიყენოს ვეტოს უფლება, ხოლო ვეტოს საწყის ვარიანტად ის ხუთპუნქტიანი შეთანხმება აიღოს, რომელიც პარტიებმა და პრეზიდენტმა ერთობლივად შევიმუშავეთ. პრეზიდენტი “ქართულ ოცნებასთან” შეხვედრას აპირებს, თუკი ეს შეხვედრა იქნება, ასეთ ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა დაიგეგმება, ამის შემდგომ მიიღებს პრეზიდენტი საბოლოო გადაწყვეტილებას”, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ლევან თარხნიშვილმა პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 651
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია