დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გია ვოლსკი - ევროკავშირი გაცილებით უფრო ფართო სპექტრის ურთიერთობას იხილავს საქართველოსთან, ვიდრე ეს რეზოლუციაშია ასახული
ავტორი:
2014/დეკემბერი/18 11:30:02
ევროკავშირის პოლიტიკური ხელისუფლება გაცილებით უფრო საქმიან და უფრო ფართო სპექტრის ურთიერთობას იხილავს საქართველოსთან, ვიდრე ეს რეზოლუციის გარკვეულ პუნქტებშია ასახული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრაველესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.
დეპუტატის შეფასებით, რეზოლუციაში ჩაწერილი პუნქტი, რომელიც შერჩევით სამართალს ეხება, არის გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურა, რომელიც ევროპის სახალხო პარტიას "ნაციონალური მოძრაობისადმი" სოლიდარობის ნიშნად გააჩნია.
"ევროპარლამენტის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მნიშვნელოვანია, რამდენადაც აყალიბებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ძალიან მკაფიო კონტურებს. ეს არის ის არჩევანი, რომელიც განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ განვითარებას და რასაკვირველია, უსაფრთხოების უფრო მაღალ ხარისხს", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას გია ვოლსკიმ.
ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციას დღეს მიიღებს. ევროპარლამენტი დღესვე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 960
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია