დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვლადიმერ პუტინი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 17:30:03
რუსეთის პრეზიდენტი  ვლადიმერ პუტინი სულიერი ერთობისა და თანამშრომლობის საერთაშორისო აკადემიამ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინა. ამის შესახებ "ფორბსის" რუსული გამოცემა იუწყება.
"ჩვენ კარგად ვიცით, როგორი სამშვიდობო როლი ითამაშა ვლადიმერ პუტინმა ისეთი რთულ რაიონებში, როგორიც ბესლანი და სამხრეთ ოსეთია", - განაცხადა სულიერი ერთობისა და თანამშრომლობის საერთაშორისო აკადემიის დირექტორმა გეორგი ტრაპეზნიკოვმა.
მისივე თქმით, ნობელის კომიტეტს წერილობითი მიმართვა აკადემიამ 16 სექტემბერს გაუგზავნა.
"ფორბსის" ინფორმაციით, მიმართვას ხელი მოაწერა რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, პარტია "ედინაია რასიას" წევრმა, მომღერალმა იოსიფ კობზონმა.
კობზონის თქმით, პუტინი იმაზე მეტად იმსახურებს ნობელის მშვიდობის პრემის ლაურეატობას, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა, რომელმაც 2009 წელს მიიღო პრემია მშვიდრობის დარგში.
სულიერი ერთობისა და თანამშრომლობის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის ბესლან კობახიას განცხადებით კი, პუტინმა ყველაფერი იღონა სირიის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაში.
"საკუთარი მაგალითით ის ამტკიცებს მშვიდობისადმი ერთგულებას არა სიტყვით, არამედ საქმით", - განაცხადა ბესლან კობახიამ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1194
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია