დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ლევან იზორია - გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, საქართველოს ღირსეულო შვილებო, მინდა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ
ავტორი:
2018/მაისი/26 13:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/izoria_7cfaf.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/495275-levan-izoria-generlebo-oficrebo-serzhantebo-kapralebo-da-rigithebo-saqarthvelos-ghirseulo-shvilebo-minda-saqarthvelos-damoukideblobis-dghe-mogilocoth.html", "headline": "ლევან იზორია - გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, საქართველოს ღირსეულო შვილებო,...", "datePublished": "2018-05-26 09:10:44", "dateModified": "2018-05-26 09:10:44", "description": "გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, საქართველოს ღირსეულო შვილებო, მხედრული სულის...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAMAI/izoria_7cfaf.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, საქართველოს ღირსეულო შვილებო, მხედრული სულისა და შეუპოვრობისთვის მინდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი განსაკუთრებით თქვენ მოგილოცოთ, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ფიცის დადების ცერემონალის შემდეგ თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა გენერალ გიორგი მაზნიაშვილისა და იუნკრების წვლილზე საქართველოს დამოუკიდებლობის საქმეში.
„მოგესალმებით თქვენო უწმინდესობავ, ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ძვირფასო სტუმრებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.

100 წლის წინ, ზუსტად აქ, საფუძველი ჩაეყარა თაობების საუკუნოვან ოცნებას და პოლიტიკური და სამხედრო ელიტის ძალისხმევით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა შედგა.

მიხარია, რომ ამ დიდებული დღის შემოქმედთა შთამომავლები დღეს ჩვენს გვერდით არიან. „მე არც მენშევიკების გენერალი ვარ და არც ბოლშევიკებისა, მე ვარ საქართველოს გენერალი“, - ამბობდა გიორგი მაზნიაშვილი. სწორედ ამ სულისკვეთებით იბრძოდნენ კოჯორ-ტაბახმელას მისადგომებთან საქართველოს გმირები - იუნკერები, რომლებიც წინ აღუდგნენ წითელ არმიას და დაიმკვიდრეს მარადიული სახელი საქართველოს ისტორიაში.
განვლილმა 100-მა წელმა განსაკუთრებით ცხადყო, რომ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას ყველა ეპოქაში სჭირდება დაცვა. სწორედ თქვენ, სამხედრო მოსამსახურეებო, ქვეყნის საამაყო შვილებო, სიცოცხლის ფასად იცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და ღირსებას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 482
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია