დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით ნარმანია არ აპირებს თბილისის მერის ბრალდებებს უპასუხოს
ავტორი:
2013/ნოემბერი/26 16:30:03
დავით ნარმანია არ აპირებს თბილისის მერის, გიგი უგულავას ბრალდებებს უპასუხოს. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნარმანიამ დედაქალაქის მერს ურჩია მსგავსი ჟარგონებით და ტერმინებით თავისი გუნდის წევრებს ესაუბროს.
მინისტრმა ის მიზეზები დაასახელა, თუ რატომ გაჩერდა გარკვეული პროექტები, კერძოდ, "ვეფხვი და მოყმის" მიმდებარე ტერიტორიაზე ძვირადღირებული, ფეშენებულური ხიდისა და შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტები.
დავით ნარმანიამ აღნიშნა, რომ სამტრედიის ქუჩის მოსახლეობისაგან მერიამ მიიღო წერილები, რომლითაც ისინი პროექტის შეჩერებას ითხოვდნენ. კერძოდ, სამტრედიის ქუჩა ვერ გაატარებდა ტრანსპორტის ასეთ დიდ ნაკადს და მოსახლეობას არ სურდა იქ ხიდის მშენებლობა.
ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი მოუმზადებელი იყო და 80 მილიონს ფენეშენებულური ხიდის მშენებლობაში ვერ დახარჯავდნენ. იგი ასევე შეეხო, გიგი უგულავას მიერ აღნიშნულ კიდევ ერთ პროექტს _ შეჩერებულ თბილისის შემოვლით რკინიგზას.
ნარმანიას თქმით, თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პროექტში გარემოს დაცვითი რისკი უგულებელყოფილი იყო. ამჟამად ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთან ერთად მიმდინარეობს კვლევა, თუ როგორ უნდა გადაკეთდეს და უფრო უკეთეს და მომგებიან პროექტად გადაიქცეს თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა.
"საზოგადოებამ კარგად იცის, რა უკეთებია გიგი უგულავას და რა მიკეთებია მე. ამაზე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ, როცა დაიწყება არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი თბილისის განვითარების კარგ ხედვას წარმოადგენს", - დასძინა ნარმანიამ.
საუბრისას ნარმანიამ ასევე განმარტა, რომ წლების განმავლობაში იგი აკვირდებოდა და აანალიზებდა დედაქალაქის პრობლემებს. მას აქვს კონკრეტული პროგრამა, კერძოდ 41 პრობლემის ჩამონათვალი, რომელიც დედაქალაქს გააჩნია. ნარმანიას კი მასზე 41 ამომწურავი პასუხი გააჩნია.
რეგიონალური განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს არის სატრანსპორტო და კომუნიკაციასთან დაკავშირებული უსახლკარობის თემა, ინფრასტრუქტურული ობიექტებს მოგვარების საკითხები და სხვა პრობლემები.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1031
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია