დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კოკი იონათამიშვილი - მხოლოდ გამგებლებმა არ უნდა გადაწყვიტონ, ვის მიეცეს დაფინანსება
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 16:00:02
მხოლოდ გამგებლებმა და მუნიციპალიტეტებმა არ უნდა გადაწყვიტონ ვის უნდა მისცენ დაფინანსება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "დედაქალაქის" თავმჯდომარემ კოკი იონათამიშვილმა ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ფრაქციის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ძირითადად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს. სხდომას ფრაქციის მიწვევით, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა ესწრებოდა.
კოკი იონათამიშვილი შეხვედრას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, გიგი უგულავამ თავად განაცხადა, რომ გარკვეული არაკოორდინირება იყო მერიის სამსახურებს, გამგებლებს, ვიცე-მერს შორის.
იონათამიშვილის ინფორმაციით, ამხანაგობის წახალისების წესთან დაკავშირებით, ფაქტიურად ყველა ფრაქციას ჰქონდა პოზიცია, რომ წესი უნდა ყოფილიყო ობიექტური და რაც შეიძლება გამჭვირვალე.
"პრობლემა ის იყო, რომ ძალიან ბევრი კითხვები, უფრო მეტიც, ეჭვი იყო ამხანაგობების თავმჯდომარეებთან დაკავშირებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება ნამდვილად კარგად მუშაობდნენ და პატიოსნად ართმევდნენ თავს საქმიანობას. როდესაც წესი იქნება გამჭვირვალე და ობიექტური, ეს კითხვები არ გაუჩნდება არც საზოგადოებას, არც მის მეზობლებს, არც ერთ საკრებულოს ფრაქციას. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო საკმაოდ ნორმალური შეთანხმება. ობიექტური და გამჭვირვალე წესი გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ გამგებლებმა და მუნიციპალიტეტებმა არ უნდა გადაწყვიტონ ვის უნდა მისცენ დაფინასება. უნდა არსებობდეს, წესი, ამ წესში უნდა ეწეროს, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეს იმიტომ მიეცა წახალისება, რომ მან ამხანაგობის საკითხი დააყენა, მოხდა რაღაცის რეალიზება, ის აქტიურობდა. ამ წესს დაადგენს და მიიღებს საკრებულო. ყველა მუნიციპალიტეტი და გამგეობა ამ წესის მიხედვით იმუშავებს", - განმარტა კოკი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ამხანაგობის პროექტი ზოგადად კარგია და შეიძლება აქტიურმა ადამიანებმა გარკვეული ანაზღაურება აიღონ. იონათამიშვილის ინფორმაციით, დედაქალაქის მერი ხედავს საშუალებას, წლის ბოლომდე იყოს დანაზოგი, რომელიც ამხანაგობების პროექტებს და წახალისებას მოხმარდება.
მისივე თქმით, საკრებულოს აქვს წინადადება და არსებობს შემხვედრი მოსაზრებაც, რომ 70 000 ქულაზე ქვემოთ მყოფ ადამიანებს ის სოციალური შეღავათები აღუდგეთ, რომლებიც არსებობდა და შემდგომ გაუქმდა.
ამასთან, საკრებულოს წევრის ნიკო ხაჩირაშვილის თქმით, ამხანაგობების წახალისებისთვის გამოყოფილ თანხას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და გამგებლები თავისი შეხედულებით ხარჯავდნენ. საკრებულოს მიერ შემუშავებული წესის თანახმად კი, გადაწყვეტილება გამგეობის სხდომაზე კოლეგიალურად მიიღება და ფართო მსჯელობისა და პასუხისმგებლობის საგანი იქნება.
მისივე მტკიცებით, ყველა ამხანაგობის თავმჯდომარე იქნება წახალისებული და ყველა პროგრამა გაგრძელდება. ამასთან, ხაჩირაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის მომზადებაში ყველა დეტალში პირადად იქნება ჩართული.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 963
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია