დაისვენე კურორტ ახალდაბაში
პროექტის „ჩემი დედაენა“ და ანიმაციური 3D პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა 
ავტორი:
2014/აპრილი/14 23:00:11
''დედაენის" დღესთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში საგამოფენო–საგანმანათლებლო პროექტის ‘’ჩემი დედაენა“ პრეზენტაცია გაიმართა. პტრეზენტაციას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის, სოლომონ ასლანიშვილი-ბავრელის პირადი საარქივო მასალა: „დედაენის“ შავი ნაწერები, საყმაწვილო ლექსების რვეული, გოგებაშვილის ავტოგრაფი ჩასწორებული აკაკი წერეთლის ხელით, იაკობ გოგებაშვილის წერილები აკაკი წერეთელთან, წერილები, რომლებიც ასახავენ იაკობ გოგებაშვილის ქველმოქმედებას, გაწეულს ქართველი სტუდენტებისათვის (ნოე ჟორდანიას სამადლობელი წერილი მისთვის სწავლის პერიოდში ფულის გაგზავნისათვის), ჩანაწერები თუ როგორ უნდა გავრცელდეს „დედაენა“ აფხაზეთში, აჭარასა და სამეგრელოში.
გამოფენაზე ასევე წამოდგენილი იყო: ოსკარ შმერლინგის მიერ საგანგებოდ „დედა ენისათვის“ შექმნილი ილუსტრაციების ორიგინალები და პირველნაბეჭდი ''დედაენის'' სტამბური კლიშეები.
საგამოფენო–საგანმანათლებლო პროგრამა 17 აპრილს დასრულდება და ამ ხნის განმავლობაში, გარდა საარქივო მასალისა, დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ იხილონ 1629 წელს რომში დაბეჭდილი პირველი ქართული წიგნი “ქართული ანბანი ლოცვებითურთ” და ივანე ჯავახიშვილის პირადი ბიბლიოთეკიდან საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული წიგნი - აფხაზური „დედაენა“, რომელიც შედგენიალია იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოს მიხედვით.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო ანიმაციური 3D პროგრამა: „როგორ იქმნებოდა დედაენა“ - განვითარებულ სამუზეუმო სივრცეში. ისოტირული მემკვიდრეობის წარსადგენად დღეს, სულ უფრო აქტიურად იყენებენ ახალ ტექნოლოგიებს, რათა ძველი უფრო მომხიბლავი და გასაგები გახდეს თანამედროვე თაობისათვის.
გამოფენის ფარგლებში შექმნილი ანიმაცია არის პირველი მცდელობა ქართულ სამუზეუმო სივრცეში ამგვარი პროდუქტის გამოყენებისა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1217
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია