დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვა
ავტორი:
2017/ოქტომბერი/18 09:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/janelidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/458166-mikheil-janelidze-evroparlamentis-sagareo-urthierthobatha-komitetshi-sityvith-gamova.html", "headline": " მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვა", "datePublished": "2017-10-18 05:15:26", "dateModified": "2017-10-18 05:15:26", "description": "საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 18-19 ოქტომბერს ვიზიტით ბრიუსელს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAPR-2017/janelidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 18-19 ოქტომბერს ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომაზე. მიხეილ ჯანელიძე ისაუბრებს საქართველოში, მათ შორის ევროპული დღის წესრიგით, მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მომავალ ხედვასა და პერსპექტივებზე, ასევე მინისტრი ევროპარლამენტარებს გააცნობს ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო განვითარებების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს კენჭი უყარა ანგარიშს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შესახებ, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს უკავშირდება და მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს საქართველოს და სხვა ასოცირებული პარტნიორების ევროპულ პერსპექტივასთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების ინიციატივებთან დაკავშირებით.

საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ევროპარლამენტარებთან, საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალურ მდივანთან ჰელგა შმიდთან და ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორის მოადგილესთან კატერინა მატერნოვასთან. მინისტრი ასევე მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიას გამართავს კარნეგის ცენტრში სხვადასხვა აკადემიური წრეების წამყვან ექსპერტებთან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 642
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია