დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქრისტიან დანიელსონი - საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავია
ავტორი:
2017/სექტემბერი/14 08:30:02
{ "@context": "http://schema.org", "@type": "Article", "author": "Maka Chaganava", "datePublished": "2017-09-14 04:38:45", "headline" : "ქრისტიან დანიელსონი - საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავია", "image" : "https://photo.interpressnews.ge/img/image27/971026232e0e4e59ab4867655163ccc4.jpg", "publisher" : "IPN" , "interactionCount": [ "UserTweets:0", "UserComments:0" ], "name": "ქრისტიან დანიელსონი - საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავია" } { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/452122-qristian-danielsoni-saqarthvelos-mier-evrointegraciis-processhi-gankhorcielebuli-reformebi-shthambetcdavia.html", "headline": "ქრისტიან დანიელსონი - საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები შთამბეჭდავია", "datePublished": "2017-09-14 04:38:45", "dateModified": "2017-09-14 04:38:45", "description": "მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "https://photo.interpressnews.ge/img/image27/971026232e0e4e59ab4867655163ccc4.jpg", "height": 470, "width": 246 } } მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გუშინ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელს ქრისტიან დანიელსონსა და ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მმართველ დირექტორს თომას მაირ-ჰარტინგს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა. სახელმწიფო მინისტრმა სტუმრებს ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების კოორდინაციისა და მონიტორინგის პროცესის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ევროპულმა მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული რეფორმები. „შთამბეჭდავია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში განხორციელებული რეფორმები და შესაშურია თქვენი გადაწყვეტილების სიმტკიცე, რომ განაგრძოთ ამ გზაზე წინსვლა“,- აღნიშნა ქრისტიან დანიელსონმა.

მხარეებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის სამზადისსა და ქართული მხარის კონკრეტულ პრიორიტეტებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ასევე, რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის ფინანსური დახმარების მნიშვნელობასა და საქართველოს ახალი დახმარების ინსტრუმენტებსა და პროგრამებში ჩართულობის შესაძლებლობის საკითხს

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 731
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია