დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თინა ხიდაშელი პრეზიდენტის რეზიდენციის ნაწილის ვალერი გელაშვილისთვის შესაძლო გადაცემაზე ინფორმაციას არ ფლობს
ავტორი:
2013/ნოემბერი/25 12:30:03
"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის ნაწილის ვალერი გელაშვილისთვის შესაძლო გადაცემაზე ინფორმაციას არ ფლობს, - ამის თაობაზე თინა ხიდაშელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
"ვალერი გელაშვილის საკუთრება პრეზიდენტის სასახლე არ იყო. ეს არის იმ ტერიტორიაზე დამოუკიდებლად, ცალკე მდგომი შენობა, რომელიც გელაშვილის საკუთრება იყო და წინა ხელისუფლებამ წაართვა", - განუცხადა ჟურნალისტებს თინა ხიდაშელმა.
დეპუტატის განმარტებით, შენობა ვალერი გელაშვილის სახლს წარმოადგენდა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მოეწონა და გადაწყვიტა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი გამხდარიყო.
"თუმცა ის, თუ სად ცხოვრობდა რეალურად მიხეილ სააკაშვილი არავინ იცის", - დასძინა თინა ხიდაშელმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია