დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიგი უგულავა - თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად სამი წელი საჭირო არ არის
ავტორი:
2013/დეკემბერი/05 23:00:02
დედაქალაქის მერი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად რეალურად სამი წელი საჭირო არ არის.
როგორც გიგი უგულავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, შემოვლითი რკინიგზა მიმდინარე წელს უნდა დასრულებულიყო.
"მხოლოდ ერთედერთი თხოვნა და მოთხოვნა მქონდა ცენტრალური მთავრობის მიმართ, რომ ეს პროექტი პოლიტიკური პროცესის მიღმა ყოფილიყო და ჯანსაღი ანალიზით მომხდარიყო მისი განახლება. ცხადი იყო, როდესაც საქმის 70% გაკეთებულია და დასამთავრებელია 30 %, ის პროექტი არ შეიძლება შეჩერდეს, იმ მარტივი ლოგიკის გამო, რომ ამდენი ფული არ შეიძლება გადაიყაროს წყალში. საბოლოო ჯამში ჯანსაღმა აზრმა გაიმარჯვა", - აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი, რომელზეც მთავრობამ მათი პოზიცია გაიზიარა. უგულავას განცხადებით, მერია ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა მთავრობა დარწმუნდეს, რომ მას "ჯინში არავინ უზის".
"ოპერატიულობის თვალსაზრისით, დღევანდელი მთავრობა ივანიშვილის მთავრობას ჯობია, იმიტომ რომ, უამრავი საკითხი იყო დაგროვილი, რომელიც დაიძრა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეშმაკი დეტალებშია. კერძოდ, როდესაც რკინიგზა საუბრობს, რომ სამი წელია საჭირო დანარჩენი სამუშაოების შესასრულებლად, აქ მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი და გარკვეული ეჭვი მაქვს. სამწუხაროდ, რკინიგზა საზოგადოებას არ ექცევა გულწრფელად. მთავრობას და რკინიგზას შეეძლო გულწრფელად ეთქვა, რომ სამი წელი სჭირდება იმიტომ, რომ ფული, რაც ერთ წელიწადშია საჭირო, სამი წლის განმავლობაში დაიყოს",-განაცხადა უგულავამ.
თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის კონტრაქტორისთვის ხელშეკრულების გაგრძელების გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან არსებულმა ეკონომიკურმა საბჭომ მიიღო. ხელშეკრულების ვადის 3 წლით გაგრძლების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია