დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში "სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია გაიმართება
ავტორი:
2014/აგვისტო/13 09:30:02
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, დღეს "სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაცია გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, პრეზენტაციას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ნინო კობახიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარიამ ჯაში გამართავენ. პრეზენტაციას სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, დეპარტამენტების ხელმძღვანელები და აპარატის თანამშრომლები დაესწრებიან.
ღონისძიების მიზანია, საჯარო უწყების თანამშრომლების ინფორმირება "სოლიდარობის ფონდის" იდეის შესახებ და მათი ჩართულობა აღნიშნულ ინოვაციურ პროექტში.
"სოლიდარობის ფონდი" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წლის ივლისში შეიქმნა. ფონდი მიზნად ისახავს საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფასა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია