დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კვირიკაშვილი: რუსეთმა საქართველოს ნაბიჯებს არაადეკვატურად უპასუხა
ავტორი:
2013/ოქტომბერი/01 15:25:01
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ნაბიჯები ძალიან არაადეკვატურად იქნა შეფასებული. მისივე თქმით, ყველა ასეთი ე.წ. საზღვარი, რასაც რუსეთი დიცსა და დვანში ავლებს, არის დროებითი და ის მომავალში აუცილებლად იქნება აღებული.  "სამწუხაროა, რომ რუსეთის ნაბიჯები არის აბსოლუტურად არაადეკვატური იმ სიტუაციის და იმ სულისკვეთების, რაც ჩვენ გამოვხატეთ. ყველა ასეთი საზღვარი არის დროებითი და აუცილებლად იქნება აღებული მომავალში. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის მხრიდან ჩვენი ნაბიჯები ძალიან არაადეკვატურად იქნა შეფასებული. მე იმედი მაქვს, რომ მოვა დრო და რუსეთი გადაიაზრებს საკუთარ პოლიტიკას ჩვენ მიმართ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1266
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია