დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორ დიკ დურბინს შეხვდა
ავტორი:
2014/თებერვალი/24 22:30:02
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკელ სენატორ დიკ დურბინს შეხვდა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სენატორს ადამიანის უფლებათა ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე ესაუბრა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზეც გაამახვილა ყურადღება.
სენატორი დიკ დურბინი საქართველოში თვითმმართველობის რეფორმით დაინტერესდა, რაზეც მას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი 2012-2013 წლების არჩევნებს და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც შეეხო. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ინიციატივით, საარჩევნო ბარიერი 40-დან 50%-მდე იზრდება.
სენატორ დიკ დურბინთან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე, მთავრობის კანცელარიის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მრჩეველი დავით მაღრაძე და მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძეც დაესწრნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1155
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია