დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე - უახლოეს მომავალში საელჩოებს სრულად შევავსებთ ეკონომიკური პროფილის დიპლომატებით
ავტორი:
2014/აგვისტო/04 13:30:02
საგარეო საქმეთა სამინისტრო უახლოეს მომავალში საელჩოების ეკონომიკური პროფილის დიპლომატებით სრულად შევსებას გეგმავს.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს საგარეო პოლიტიკაში მნიშვნელოვნად იზრდება ეკონომიკური დიპლომატიის როლი.
"მიმდინარე წელს საქართველოს ეწვია 14 ქვეყნის ბიზნესდელეგაცია, თბილისში გაიმართა 17 ბიზნესფორუმი, ჩატარდა 6 ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა. ჩვენი ძალისხმევით მოხერხდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის გაწევრიანება სავაჭრო-სამრეწველო პალატების საერთაშორისო გაერთიანებასა (ICC) და სავაჭრო-სამრეწველო პალატების მსოფლიო ფედერაციაში (WCF). ურთიერთგაგების მემორანდუმები ფორმდება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს საოკუპაციო რეჟიმების მიერ საზღვარგარეთ უკანონო კავშირების დამყარების პრევენციაში. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტებისა და ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის ახალი შესაძლებლობების გათვალისწინებით, მომავალი ერთი წლის მანძილზე საგარეო უწყების მთავარი ამოცანა იქნება ეკონომიკური დიპლომატიის შემდგომი გაძლიერება. ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები: აშშ-ის მთავრობის ხელშეწყობით დაიწყო ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე თანამშრომლების გადამზადება და უახლოეს მომავალში სრულად შევავსებთ საელჩოებს ეკონომიკური პროფილის დიპლომატებით. მომზადდა გზამკვლევიც "საქართველოს საერთაშორისო ეკონომიკური დიპლომატია." ამასთან, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობების ამოქმედების ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირის დახმარების ფარგლებში საქართველოს 51 მილიონი ევრო გამოეყო", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველო უკვე იმყოფება განვითარების იმ ეტაპზე, რომ ხელეწიფება განვითარებადი რეგიონებისთვის გარკვეული დახმარების აღმოჩენა.
"გლობალური პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ შეძლებისდაგვარად ვუჭერთ მხარს ამ ქვეყნებს და ვუზიარებთ გამოცდილებას წარმატებული რეფორმების კუთხით, თუმცა, ჩვენი სურვილია, მომავალში ამ პროცესს უფრო სისტემური სახე მიეცეს", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 967
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია